-
მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
-
-
დაახლოებით ათი წლის შემდეგ პავლე მაკედონიაში იყო, ტიმოთე კი — ეფესოში. პავლემ ტიმოთეს მისწერა, დარჩენილიყო ეფესოში და კრებაში გავრცელებული ცრუ სწავლებების წინააღმდეგ სულიერ ბრძოლაში ჩაბმულიყო.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
-
-
„დაიცავი მონდობილი“
პავლე ტიმოთეს მოუწოდებს: „განაგრძე ღირსეულ ბრძოლაში მონაწილეობა და გქონდეს რწმენა და სუფთა სინდისი“. შემდეგ მოციქული წერს, თუ რა თვისებები უნდა ჰქონდეს კრებაში დანიშნულ მამაკაცებს. აგრეთვე, პავლე ტიმოთეს არიგებს: „წმინდის შემბღალავ ზღაპრებს . . . მოერიდე“ (1 ტიმ. 1:18, 19; 3:1—10, 12, 13; 4:7).
პავლე წერს: „უფროსი ასაკის მამაკაცს მკაცრად არ უსაყვედურო“. მოციქული ტიმოთეს მოუწოდებს: „დაიცავი მონდობილი და ზურგი შეაქციე წმინდის შემბღალავ უშინაარსო ლაპარაკსა და წინააღმდეგობებს ეგრეთ წოდებულ ცოდნაში“ (1 ტიმ. 5:1; 6:20).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:18; 4:14. რა წინასწარმეტყველებები ითქვა ტიმოთეს შესახებ? ეს შეიძლება იყოს წინასწარმეტყველებები ქრისტიანულ კრებებში ტიმოთეს მომავალი როლის შესახებ, რომლებიც ლისტრაში პავლეს მეორე მისიონერული მოგზაურობისას წარმოითქვა ღვთის შთაგონებით (საქ. 16:1, 2). ამ წინასწარმეტყველებების საფუძველზე კრების უფროსმა მამაკაცებმა ხელი დაადეს ახალგაზრდა ტიმოთეს და განსაკუთრებული მსახურება მიანდეს.
2:15. რა გაგებით გადაარჩენს „ქალს შვილების გაჩენა“? შვილების გაჩენამ, მათზე ზრუნვამ და ოჯახის მოვლამ ქალი შეიძლება „ჭორიკნობისა და სხვის საქმეში ჩარევისგან“ დაიცვას (1 ტიმ. 5:11—15).
3:16. რა არის „ღვთისადმი ერთგულების წმინდა საიდუმლო“? საუკუნეების განმავლობაში საიდუმლოდ რჩებოდა, შეეძლო თუ არა ადამიანს სრულყოფილად დამორჩილებოდა იეჰოვას უზენაეს მმართველობას. ამ საიდუმლოს ნათელი იესომ მოჰფინა იმით, რომ სიკვდილამდე ღვთისადმი სრულყოფილ ერთგულებას ავლენდა.
6:15, 16. ამ მუხლებში იეჰოვა ღმერთი იგულისხმება თუ იესო ქრისტე? ეს სიტყვები იესო ქრისტეს ეხება, ვის გამოცხადებაზეც არის საუბარი (1 ტიმ. 6:14). მიწიერ მეფეთა და უფალთაგან განსხვავებით, იესო „ერთადერთი ხელმწიფეა“ და „მხოლოდ ის არის უკვდავი“ (დან. 7:14; რომ. 6:9). ზეცაში ასვლის შემდეგ დედამიწაზე მცხოვრებთაგან იესო პირდაპირი გაგებით „არავის უნახავს“.
რას ვსწავლობთ:
4:15. იმის მიუხედავად, ახლა გავხდით ქრისტიანი თუ დიდი ხანია, რაც იეჰოვას ვემსახურებით, უნდა ვეცადოთ, წინ ვიაროთ და სულიერად გავიზარდოთ.
6:2. თუ დამსაქმებელი ჩვენი თანამორწმუნეა, ამით კი არ უნდა ვისარგებლოთ, არამედ უფრო მეტი ენთუზიაზმით უნდა გავაკეთოთ საქმე, ვიდრე სხვასთან.
-