-
მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
-
-
ახ. წ. 64 წელს, როდესაც რომის გადაწვის შემდეგ ქრისტიანობის დევნის ტალღა აგორდა, პავლემ ტიმოთეს მეორე წერილი მისწერა. ეს ღვთის შთაგონებით პავლეს მიერ დაწერილი ბოლო წერილია.
-
-
მნიშვნელოვანი აზრები თესალონიკელებისა და ტიმოთესთვის მიწერილი წერილებიდანსაგუშაგო კოშკი — 2008 | 15 სექტემბერი
-
-
„იქადაგე სიტყვა გადაუდებლად“
ტიმოთე მომავალ სირთულეებთან შესახვედრად რომ მოემზადებინა, პავლემ მისწერა: „ღმერთმა მოგვცა არა სიმხდალის სული, არამედ ძლიერების, სიყვარულისა და საღი აზროვნების“. შემდეგ კი დაარიგა: „უფლის მონა კი არ უნდა დავობდეს, არამედ ყველასთან თავაზიანი უნდა იყოს; უნდა შეეძლოს სწავლება“ (2 ტიმ. 1:7; 2:24).
პავლე ტიმოთეს მოუწოდებს: „კვლავაც იმას მიჰყევი, რაც გისწავლია და რაშიც დარწმუნებულხარ“. განდგომილთა სწავლებები რომ ვრცელდებოდა, ამიტომ მოციქულმა ახალგაზრდა ზედამხედველს ურჩია: „იქადაგე სიტყვა გადაუდებლად . . . გაკიცხე, დაარიგე და შეაგონე“ (2 ტიმ. 3:14; 4:2).
პასუხები ბიბლიურ კითხვებზე:
1:13. რა არის „ჯანსაღი სიტყვების ნიმუში“? „ჯანსაღი სიტყვები“ არის „ჩვენი უფლის იესო ქრისტეს“ სიტყვები, ანუ ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებები (1 ტიმ. 6:3). რასაც იესო ასწავლიდა და აკეთებდა, ყველაფერი ღვთის სიტყვას შეესაბამებოდა; ამიტომ გამოთქმაში „ჯანსაღი სიტყვები“ ფართო გაგებით შეიძლება მთელი ბიბლიური მოძღვრებაც იგულისხმებოდეს. ეს სწავლებები გვეხმარება, გავიგოთ, რას მოითხოვს იეჰოვა ჩვენგან. თუ ბიბლიდან ნასწავლს სხვებს ვუზიარებთ, ჯანსაღი სიტყვების ნიმუშს ვეჭიდებით.
4:13. რა იყო პერგამენტები? ესენი ტყავზე გაკეთებული ხელნაწერები იყო. შეიძლება პავლე ებრაული წერილების ზოგ გრაგნილს ითხოვდა, რათა რომში პატიმრობის დროს შეესწავლა ისინი. ზოგი გრაგნილი პაპირუსის იყო, ზოგიც — პერგამენტის.
რას ვსწავლობთ:
1:5; 3:15. ტიმოთეს ჩვილობიდან ასწავლიდნენ წმინდა წერილებს; სწორედ ამიტომ ჰქონდა მას ქრისტე იესოსადმი ძლიერი რწმენა, რაც მის ნებისმიერ ქმედებაში აისახებოდა. ამიტომ, მშობლები სერიოზულად უნდა დაფიქრდნენ იმაზე, როგორ ასრულებენ ღვთისა და შვილების წინაშე დაკისრებულ ვალდებულებას.
1:16—18. როცა თანაქრისტიანები გაჭირვებას იტანენ, როცა მათ დევნიან ან აპატიმრებენ, ვილოცოთ მათთვის და ყველაფერი გავაკეთოთ მათ დასახმარებლად (იგავ. 3:27; 1 თეს. 5:25).
2:22. ქრისტიანებმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებმა, იმდენი დრო არ უნდა დაუთმონ ათლეტიზმს, სპორტის სხვა სახეობებს, მუსიკას, დასვენებას, ჰობის, მოგზაურობას, ფუჭ საუბრებსა და მსგავს საქმეებს, რომ სულიერისთვის ცოტა დრო დარჩეთ.
-