-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ამ წელს ტოკელაუზე დაბრუნდა სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული როპატი უილი, რომელიც ფიჯიზე სწავლობდა. მისი ცოლი, ემაუ, მონათლული იყო, ადრე ფიჯიზე როპატიც სწავლობდა ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან.f
ტოკელაუზე როპატიმ გაიგო, რომ ექიმი იონა და მისი ცოლი ლუიზა ტინიელუები, მონათლული მოწმეები იყვნენ. მან გაიცნო ბიბლიით დაინტერესებული ნანუმეა ფოუაც, რომელსაც ნათესავები ჰყავდა იეჰოვას მოწმეები. როპატიმ და ამ ორმა მამაკაცმა ორგანიზება გაუწიეს შეხვედრების ჩატარებასა და საჯარო მოხსენებების კითხვას. მალე შეხვედრებს საშუალოდ 25 ადამიანი ესწრებოდა. ამ სამმა ძმამ თავიანთ ოჯახებთან ერთად არაფორმალურად ქადაგებაც დაიწყო.
მაგრამ ყველას როდი ახარებდა იეჰოვას მოწმეების წარმატებები. ლონდონის მისიონერული საზოგადოების პასტორის წაქეზებით კუნძულის უხუცესთა საბჭომ ეს სამი მამაკაცი გამოიძახა. როპატი გვიამბობს: „მათ გვიბრძანეს, აღარ ჩაგვეტარებინა კრებები და გაგვაფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხლად დაგვწვავდნენ საკუთარ სახლებში ან ტივით წყალს გაგვატანდნენ. ბიბლიით ჩვენი პოზიციის ახსნას შევეცადეთ, მაგრამ ამაოდ. ისინი უპირობო მორჩილებას გვთხოვდნენ“. ამ ულტიმატუმის შემდეგ, ძმებმა შეხვედრების მალულად ჩატარება გადაწყვიტეს.
ასე დაიწყო ძმების განსაცდელები. თორმეტი წლის შემდეგ, როცა როპატის დამ და სიძემ ჭეშმარიტება მიიღეს და ეკლესია დატოვეს, სოფლის უხუცესებმა სოფლიდან ყველა მოწმე გაყარა. როპატი წერს: „იმ ღამეს ყველა ოჯახმა შეკრა ბარგი, პატარა ნავებში ჩააწყო და კუნძულის ყველაზე დიდი სოფლისკენ გასცურა. მათი სახლები და პლანტაციები კი მეზობლებმა გაძარცვეს“.
დევნის მიუხედავად მაუწყებლები მაინც აგრძელებდნენ შეხვედრების ჩატარებას. „შაბათ დილით მოწმეები ოჯახებთან ერთად ნავებით მიდიოდნენ შორეულ პატარა კუნძულზე, იქ შეხვედრებს ატარებდნენ და კვირა საღამოს უკან ბრუნდებოდნენ; ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს პიკნიკზე იყვნენ“, — აღნიშნავს როპატი. იმ პერიოდში სამოაში საოლქო კონგრესზე დასასწრებლად ტოკელაუდან რამდენიმე ოჯახი უფრო გრძელ და რთულ გზასაც გადიოდა ნავით.
სასტიკმა წინააღმდეგობამ მოწმეები აიძულა, საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადასულიყვნენ.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
f როპატი ახალ ზელანდიაში მოინათლა.
-