საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეიძლება აირიდოთ უსიამოვნებები შვებულების დროს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | ივლისი 8
    • კარგად მოემზადეთ

      გონიერი პიროვნებები ყველაფერს წინასწარ გეგმავენ. ისინი ზრუნავენ გამგზავრებამდე მოაწესრიგონ მგზავრობისა და ჯანმრთელობისთვის საჭირო საბუთები. წინასწარ იმის გამოკვლევა, თუ რომელი დაავადების შეხვედრაა შესაძლებელი, ეხმარება მათ განსაზღვრონ, თან რა სახის პროფილაქტიკური საშუალებები წაიღონ.

      იმ მხარეში გამგზავრებისას, სადაც მალარია ენდემურია, ბევრი გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე მალარიის საწინააღმდეგო წამლებს იღებს. თუმცა, თავდაცვის მიზნით, ხშირად ურჩევენ, რომ განაგრძონ ასეთი მედიკამენტების მიღება მთელი დასვენების მანძილზე და ერთი თვის შემდეგაც კი. ეს იმიტომ არის საჭირო, რომ მალარიის პარაზიტი დიდი ხნის განმავლობაში განიცდის ორგანიზმში ინკუბაციას. გარდა ამისა, სიფრთხილე სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც მნიშვნელოვანია.

      ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის დოქტორი პოლ კლარკი გვირჩევს: „ასევე მნიშვნელოვანია რეპელენტით გაჟღენთილი მანჟეტის გადახვევა მაჯებსა და კოჭებზე; კოღოების დამჭერი ბადეებისა და ინსექტიციდების ელექტრო ამაორთქლებლის მეშვეობით მწერების მოსპობა“. ჩვეულებრივ, საუკეთესოა ასეთი აღჭურვილობა დასასვენებლად გამგზავრებამდე შეიძინოთ.

      ზღვის ავადმყოფობა ნებისმიერ მოგზაურობას არასასიამოვნოს ხდის. რა იწვევს ამას? ერთი მკვლევარი აცხადებს, რომ უცნობი გარემოდან მომავალი ახალი სიგნალებით ტვინის გადატვირთვის შედეგად, ადამიანს ზღვის ავადმყოფობა ემართება. თუ ამ პრობლემას გემის ცურვის, თვითმფრინავის ვიბრაციის ან საკუთარი ავტომობილის ძრავის ხმა იწვევს, ეცადეთ ყურადღება რაიმე უძრავ საგანზე გადაიტანოთ, შეგიძლიათ ჰორიზონტს ან გზას უყუროთ. კარგი ვენტილაცია საჭირო ჟანგბადით უზრუნველგყოფთ. ზღვის ავადმყოფობის გაძლიერების შემთხვევაში, ანტიჰისტამინურმა პრეპარატებმა შეიძლება მდგომარეობა შეგიმსუბუქოთ. თუმცა ღირს გაფრთხილება იმის შესახებ, რომ ამ წამლებმა შეიძლება გვერდითი მოვლენები გამოიწვიოს, მაგალითად, ჩათვლემა, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში ამან შეიძლება საფრთხეში ჩაგაგდოთ.

      თვითმფრინავით ხანგრძლივი მგზავრობაც თავის მხრივ სარისკოა და იწვევს ისეთ დარღვევებს, როგორიცაა გაუწყლოება. ზოგიერთ პიროვნებას უმოძრაოდ და ვიწროდ დიდხანს ჯდომისას შეიძლება ფეხის ტრომბის საფრთხე დაემუქროს. თუ ტრომბი გადაადგილდება და ფილტვამდე ან გულამდე მიაღწევს შედეგი განსაკუთრებით სავალალო იქნება. ამიტომაც ხანგრძლივი ფრენისას, ზოგისთვის შეიძლება საჭირო შეიქმნას გავლა-გამოვლა ან მჯდომარე მდგომარეობაში ფეხის მოხრა და კუნთების ამუშავება. გაუწყლოების შემცირების მიზნით, დიდი რაოდენობით დალიეთ უალკოჰოლო სასმელები.

  • როგორ შეიძლება აირიდოთ უსიამოვნებები შვებულების დროს
    გამოიღვიძეთ! — 1998 | ივლისი 8
    • ერთი შეფასების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით, ასობით მილიონი ადამიანიდან, სულ მცირე ნახევარი, ვინც ყოველწლიურად საზღვარგარეთ ისვენებს, რომელიმე დაავადების ან მიყენებული ტრავმის მსხვერპლი ხდება. ამიტომ, როგორც ერთ-ერთი წიგნის რედაქტორი დოქტორი რიჩარდ დეივუდი განმარტავს „ჯანმრთელობისთვის საუკეთესო ხელშემწყობი საშუალება ზოგიერთ საკითხში თავის შეკავებაა, რაც არც ერთმა მოგზაურმა არ უნდა უგულებელყოს“. რადგან მოგზაურის ორგანიზმი უნდა შეეგუოს ატმოსფეროში არსებულ სხვადასხვა ბაქტერიებს, საკვებსა და წყალს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, პირველ დღეებში საჭმლის მიმართ სიფრთხილის გამოჩენა.

      „არასოდეს მიიჩნიოთ საკვები უვნებლად თუ არ იცით, რომ ახალია და კარგად მოხარშული (სტერილიზებული), მაგალითად, ხორცი ხარშეთ წითელი ფერის გასვლამდე. მაგრამ, ცხელი საჭმელიც კი შეიძლება საეჭვო იყოს. ამიტომ, „დარწმუნდით, რომ დღევანდელი საუზმე წუხანდელი სადილის მონარჩენი არ არის, ხელახლა გაცხელებული და განახლებული“, — გვაფრთხილებს დოქტორი დეივუდი (Travellers Health).

      ამგვარად, თუ თქვენი საცხოვრებლისგან საკმაოდ განსხვავებულ ადგილას ისვენებთ, შესაძლოა ყოველთვის ვერ შეძლოთ ზუსტად იმის ჭამა, რაც გინდათ, როცა გინდათ ან სადაც გინდათ. ეს, რასაკვირველია, ძვირად არ დაგიჯდებათ, სამაგიეროდ ფაღარათს აიცილებთ თავიდან, რაც, მონაცემების თანახმად, ყოველი ხუთი დამსვენებლიდან ორს ემართება.

      რაც შეეხება სასმელებს, ბოთლში ჩამოსხმული წყალი ხშირად უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ის, რაც ახლო-მახლოა. პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გონივრულია დალიოთ ბოთლსა და თუნუქის ქილაში ჩამოსხმული სასმელები, რომლებსაც თქვენი თანდასწრებით გახსნიან. ასევე კარგი იქნება, თუ შიგ ყინულის ნატეხებს არ ჩაყრით. ყოველთვის ეჭვის თვალით უყურეთ, სანამ არ დარწმუნდებით, რომ უვნებელია.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება