-
უნივერსალური ლიმონიგამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
-
-
ლიმონის ხე რბილ კლიმატურ პირობებში ხარობს და სწორედ ამიტომ მოდის ის ასე უხვად არგენტინაში, ესპანეთში, იტალიაში, მექსიკაში და აფრიკისა და აზიის ზოგიერთ ნაწილში. ზოგიერთი ჯიშის ზრდადასრულებულ ლიმონის ხეს იმის მიხედვით, თუ სად იზრდება, შეუძლია წელიწადში 200-დან 1 500-მდე ნაყოფი გამოისხას. ლიმონის კულტურული სახეობები მარტო ერთ სეზონზე როდი იძლევა ნაყოფს. ეს სახეობები მთელი წლის განმავლობაში ხარობს და ისხამს.
-
-
უნივერსალური ლიმონიგამოიღვიძეთ! — 2012 | სექტემბერი
-
-
არც ისე შორს, ზღვის ყურეში გაშენებულია არანაკლებ ლამაზი და თვალისმომჭრელი ქალაქები: ამალფი, პოსიტანო, ვიერტი სულ მარე და სხვები. სორენტოსა და ამალფის სანაპიროზე მოჰყავთ ლიმონი, რომელსაც სპეციალური სააქციზო სავაჭრო ნიშანი აქვს მინიჭებული. ეს ნიშანი წარმოადგენს გარანტს იმისას, რომ პროდუქტი ნამდვილად ამ რეგიონშია მოყვანილი. ადგილობრივები თავს ევლებიან თითოეულ ხეს, ამიტომ მას მთიან ადგილებში ტერასებზე რგავენ, სადაც ეს ძვირფასი ნარგავები ხარბად შთანთქავენ მზის სითბოს და ისეთ არომატულ წვნიან ნაყოფს ისხამენ, რომ უკეთესს ვერც ინატრებს კაცი.
ლიმონის ხეს მაინც და მაინც დიდი ადგილი არ სჭირდება, რომ გაიხაროს. ჯუჯა ლიმონის ხისთვის, რომელიც ულამაზეს დეკორატიულ მცენარეს წარმოადგენს და თან ამავდროულად ქოთანში იზრდება, სავსებით საკმარისია მზიანი აივანი. არ უყვარს ქარიანი მხარე, უყვარს სითბო და მზის სინათლე. განსაკუთრებით ლაღად გრძნობს თავს, როცა კედელთან ახლოს დგას. ზამთარში, როცა ტემპერატურა ეცემა, საჭიროა მისი შეფუთვა ან ოთახში შეტანა.
-