-
ტკბილი და მწარე ცნობაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
2 „ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი, ღრუბლით შემოსილი, თავზე ცისარტყელა ჰქონდა, სახე მზეს მიუგავდა, ფეხები კი — ცეცხლის სვეტებს“ (გამოცხადება 10:1).
-
-
ტკბილი და მწარე ცნობაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
ანგელოზს არა მხოლოდ სახე უბრწყინავს, არამედ ფეხებიც და ის „ცეცხლის სვეტებს“ მიუგავს. ანგელოზი მყარად დგას, რაც იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვამ მას მისცა „მთელი ძალაუფლება ზეცაში თუ დედამიწაზე“ (მათე 28:18; გამოცხადება 1:14, 15).
5. რა უჭირავს ხელში ძლიერ ანგელოზს?
5 იოანე განაგრძობს: „ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვას დააბიჯა, მარცხენა — მიწას“ (გამოცხადება 10:2).
-
-
ტკბილი და მწარე ცნობაგამოცხადების დიდებული აპოგეა ახლოსაა!
-
-
6. ა) რატომ დგას იესო მიწაზე და ზღვაზე? ბ) ბოლომდე როდის შესრულდა ფსალმუნის 8:5—8?
6 დავუბრუნდეთ იესოს აღწერილობას. მას ცეცხლოვანი ფეხები მიწაზე და ზღვაზე უდგას, სადაც მისი ძალაუფლება ვრცელდება, როგორც ერთ-ერთ ფსალმუნში იყო ნაწინასწარმეტყველები: „ღვთის მსგავსებზე ოდნავ დაბლა დააყენე იგი, ხოლო შემდეგ დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი. შენს ნახელავზე გააბატონე და ყოველივე მის ფეხქვეშ მოაქციე: ყველა წვრილფეხა და მსხვილფეხა საქონელი, ტრიალი მინდვრის მხეცები, ცის ფრინველები და ზღვის თევზები, ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებს გადის“ (ფსალმუნი 8:5—8; იხილეთ აგრეთვე ებრაელების 2:5—9). ეს ფსალმუნი ბოლომდე შესრულდა 1914 წელს, როცა იესო ღვთის სამეფოს მეფე გახდა და ბოლო დღეები დაიწყო. სწორედ 1914 წლიდან იწყება იოანეს ხილვის შესრულება (ფსალმუნი 110:1—6; საქმეები 2:34—36; დანიელი 12:4).
-