-
ფარერის კუნძულების დამაკავშირებელი გზებიგამოიღვიძეთ! — 2010 | მარტი
-
-
დამაკავშირებელი გვირაბები
1963 წელს ფარერის კუნძულებზე პირველი გვირაბი გაიხსნა. ეს გვირაბი კუნძულ სუზეროიჩის უკიდურეს სამხრეთით მდებარე მთაზე გადიოდა და ორ სოფელს ერთმანეთთან აკავშირებდა. გვირაბის გასაყვანად საჭირო იყო ვრცელი ტერიტორიის გათხრა, ქანების ბურღვა და აფეთქება. ეს სამუშაოები მთის ორივე მხრიდან ერთდროულად ტარდებოდა.
ახლახან გაყვანილი სატრანსპორტო გვირაბი ზღვის დონიდან 150 მეტრის ქვემოთაა და ორ დიდ კუნძულს აერთებს ერთმანეთთან. კლდის მასივის გასაბურღად 5 მეტრიანი ბურღი გამოიყენეს. შემდეგ ხვრელის ბოლოში დინამიტი ჩადეს და ააფეთქეს. იქაურობა ქვებისა და ლოდებისგან გაასუფთავეს და ასეთნაირად გათხარეს გვირაბის 5 მეტრიანი მონაკვეთი. ეს პროცედურა მანამ გაგრძელდა, სანამ საბოლოო ჯამში, 6 კილომეტრიანი გვირაბი არ გაიყვანეს. ეს სატრანსპორტო გვირაბი 2006 წლის 29 აპრილს გაიხსნა.
ფარერის კუნძულებზე დღეს სულ 18 გვირაბია, მათგან ორი ზღვის დონიდან ქვემოთაა და კუნძულებს ერთმანეთთან აკავშირებს. თუ ამ გვირაბების საერთო სიგრძეს კილომეტრებში შევაფარდებთ მოსახლეობის საერთო რაოდენობასთან, მიღებული რიცხვი სხვა ნებისმიერი ქვეყნის ანალოგიურ შეფარდებას აღემატება. იგეგმება აგრეთვე ახალი გვირაბების მშენებლობა. პარლამენტმა ორ მთავარ კუნძულს შორის კიდევ ორი გვირაბის გაყვანა გადაწყვიტა. ერთი მათგანის მშენებლობა, სავარაუდოდ, 2012 წელს დასრულდება. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გრძელი, 11,9 კილომეტრიანი, წყალქვეშა სამანქანო გვირაბი იქნება.
-
-
ფარერის კუნძულების დამაკავშირებელი გზებიგამოიღვიძეთ! — 2010 | მარტი
-
-
[სურათი 17 გვერდზე]
ეს სატრანსპორტო გვირაბი ზღვის დონიდან 150 მეტრის ქვემოთაა და ორ დიდ კუნძულს ერთმანეთთან აკავშირებს
-