-
იეჰოვა დაამცირებს ამაყ ტვიროსსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
21. რა მხრივ არის ტვიროსი „დავიწყებული“ და რა დროის განმავლობაში?
21 ესაია განაგრძობს წინასწარმეტყველებას: „იმ დღიდან იქნება, რომ არავის ემახსოვრება ტვიროსი სამოცდაათ წელიწადს ერთი მეფის ზეობის კვალობაზე“ (ესაია 23:15ა). ბაბილონელების მიერ ტვიროსის დაპყრობის შემდეგ ქალაქის კუნძულზე მდებარე ნაწილი „აღარავის ემახსოვრება“. წინასწარმეტყველებისამებრ, „ერთი მეფის“ — ბაბილონის იმპერიის — ბატონობის განმავლობაში კუნძულზე გაშენებულ ტვიროსს არავითარი ეკონომიკური ძლიერება არ ექნება. იერემიას პირით იეჰოვა ტვიროსს იმ ერებს შორის იხსენიებს, რომლებიც თავისი რისხვის ღვინით სავსე თასის შესასმელად ჰყავს გამორჩეული. ის ამბობს: „ბაბილონის მეფის მორჩილებაში იქნებიან სამოცდაათ წელიწადს ეს ხალხები“ (იერემია 25:8—17, 22, 27). ცნობილია, რომ კუნძულზე მდებარე ტვიროსი არ ყოფილა ბაბილონის მორჩილებაში სრული 70 წლის განმავლობაში, რადგან ბაბილონის იმპერია ძვ. წ. 539 წელს დაეცა. ამგვარად, როგორც ჩანს, 70 წლით წარმოდგენილია ბაბილონის მსოფლიო ბატონობის პერიოდი, რომლის დროსაც ბაბილონის სამეფო დინასტია იკვეხნის, რომ „ღვთის ვარსკვლავთა“ ზემოთ უდგას ტახტი (ესაია 14:13). არაერთი ერი ექცევა ბაბილონის მორჩილებაში სხვადასხვა დროს, მაგრამ 70 წლის გასვლის შემდეგ მის ბატონობას ბოლო მოეღება. რა დაემართება მაშინ ტვიროსს?
22, 23. როგორ წაუვა ტვიროსს საქმე, როდესაც თავს დააღწევს ბაბილონის ბატონობას?
22 ესაია განაგრძობს: „სამოცდაათი წლის ბოლოს აუხდება ტვიროსს მეძავის სიმღერა.
-
-
იეჰოვა დაამცირებს ამაყ ტვიროსსესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
-
-
23 ძვ. წ. 539 წელს ბაბილონის დაცემის შემდეგ ფინიკია მიდია-სპარსეთის იმპერიის სატრაპია ხდება. სპარსეთს ამ დროს შემწყნარებელი მეფე კიროს დიდი მართავს. ტვიროსი ანახლებს თავის საქმიანობას და ყოველმხრივ ცდილობს, კვლავ იქნეს აღიარებული მსოფლიო სავაჭრო ცენტრად — ისევე როგორც ყველასგან დავიწყებული მეძავი, რომელმაც დაკარგა ძველი კლიენტები და ახლა ქნარზე დაკვრითა და სიმღერით ქუჩა-ქუჩა დაიარება და ახალი კლიენტების მიზიდვას ცდილობს.
-