საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ერთი წყვილი კამპალიდან 300 კილომეტრის მოშორებით უგანდის სამხრეთ-დასავლეთ მთაგორიან მხარეში, პატარა ქალაქ მბარარაში დასახლდა. ისინი „საგუშაგო კოშკის“ შესწავლასა და წიგნის შესწავლას თავიანთ სახლში ატარებდნენ, თუმცა დროდადრო კამპალაში ან ენტებეში ჩადიოდნენ, რათა თანამორწმუნეებთან ურთიერთობით გამხნევებულიყვნენ. ისინი ასევე აქტიურად თანამშრომლობდნენ ჩრდილოეთი როდეზიის (დღევანდელი ზამბია) ქალაქ ლუანშიაში არსებულ ფილიალთან, რომელიც იმ დროს ხელმძღვანელობას უწევდა სამქადაგებლო საქმიანობას აღმოსავლეთ აფრიკაში.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • 70-იან წლებში მე და ჩემი ოჯახის წევრებს ხშირი და სასიამოვნო ურთიერთობა გვქონდა მისიონერებთან და ხშირად ვქადაგებდით მათთან ერთად. ისინი ჩვენგან 65 კილომეტრის დაშორებით მბარარაში ცხოვრობდნენ. ერთ დღეს, როცა მათთან მივდიოდით, ჯარისკაცებმა გაგვაჩერეს და გვითხრეს: „თუ სიცოცხლე მოგბეზრებიათ, შეგიძლიათ განაგრძოთ გზა“. გონივრულად ჩავთვალეთ, რომ სახლში დავბრუნებულიყავით. მაგრამ შინ დაბრუნებულებს მოსვენებას არ გვაძლევდა იმაზე ფიქრი, თუ რა მდგომარეობაში იყვნენ ჩვენი საყვარელი მისიონერები. გვინდოდა, რაც შეიძლება მალე ჩავსულიყავით მათთან და გვენახა ისინი. რამდენიმე დღის შემდეგ მაინც გადავწყვიტეთ, წავსულიყავით მისიონერებთან. გზებზე გაძლიერებული კონტროლი იყო, ამიტომ ვისარგებლე იმით, რომ საავადმყოფოს თანამშრომელი ვიყავი და მანქანაზე სამედიცინო ემბლემა მქონდა გაკრული და დაუბრკოლებლად გავიარე გამშვები პუნქტები. შვებით ამოვისუნთქეთ, როცა დავინახეთ, რომ მისიონერებს არაფერი უჭირდათ. მოვამარაგეთ საკვებით და რამდენიმე დღე მათთან დავრჩით. ყოველკვირა ვინახულებდით მათ, სანამ უსაფრთხო არ გახდებოდა მათი კამპალაში გადასვლა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება