საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • სკოლა „გალაადში“ მიღებულმა დასწავლებამ მათს ჰოლმკვისტი აღძრა, დიდი მონდომებით შეესწავლა ადგილობრივი ენა, რათა ხალხში ჭეშმარიტების მიმართ ინტერესი გაეღვივებინა. იმ დროს ფრედ ნიენდე სპეციალურ პიონერად მსახურობდა ენტებეში და, რადგან კარგად ფლობდა როგორც ადგილობრივ, ისე ინგლისურ ენას, მას ძმებმა სთხოვეს, ახალი მისიონერებისთვის ლუგანდა ენაზე გამართულად ლაპარაკი ესწავლებინა (ამ ენაში ბევრი სიტყვა თუ ფრაზა ენის გასატეხს ჰგავს). მათსისთვის ამ ენის სწავლა საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

      — როგორ იტყოდი ლუგანდა ენაზე ღვთის სამეფო? — ჰკითხა მათსმა ფრედს ერთ-ერთ პირველ გაკვეთილზე.

      — ობვაკაბაკა ბვა კატონდა, — ჩამოარაკრაკა ფრედმა.

      — ამას რა გამამეორებინებს?! — გაიფიქრა მათსმა და ინანა, ეს შეკითხვა რომ დასვა. ასე იყო თუ ისე, მათსმა მაინც მიაღწია წარმატებას და კარგად დაეუფლა ლუგანდა ენას.

  • უგანდა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
    • ერთმა დამ სთხოვა მათს ჰოლმკვისტს, რომელიც მისიონერად მსახურობდა, შეხვედროდა მუტესაასირა იაფესის, რომელიც რამდენიმე ათეული წელი მეშვიდე დღის ადვენტისტთა ეკლესიის წინამძღოლად მსახურობდა. ახლა ის იეჰოვას მოწმეების მოძღვრებით იყო დაინტერესებული. მას ოცზე მეტი კითხვა ჰქონდა ფურცელზე ჩამოწერილი და ძმა მათსს შეხვედრისას გადასცა.

      ბიბლიურ თემებზე მსჯელობა ორი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მუტესაასირამ აღფრთოვანებით წამოიძახა: „როგორც იქნა ჭეშმარიტი რელიგია ვიპოვე! ძალიან გთხოვთ, მესტუმრეთ ჩემს სოფელში. იქ სხვებსაც უნდათ, უკეთ გაეცნონ იეჰოვას მოწმეთა რელიგიას“.

      ხუთი დღის შემდეგ მათსი სხვა მისიონერთან ერთად გაუდგა 110 კილომეტრიან გზას, რათა მუტესაასირასთან მისულიყვნენ კალანგალოში. მათ მოტოციკლით მოუწიათ ჩაის პლანტაციების გავლით ტალახიანი და ოღროჩოღრო ბილიკებით სიარული. ძმები გაოცებას ვერ მალავდნენ, როცა მუტესაასირამ ისინი ჩალით გადახურულ ქოხთან მიიყვანა, რომელსაც გაკეთებული ჰქონდა წარწერა: „სამეფო დარბაზი“. დაუჯერებელი იყო, მას უკვე მოემზადებინა ადგილი, ბიბლიის შესწავლისა და კრების შეხვედრების ჩასატარებლად.

      სოფელში მუტესაასირას უკვე გაეცნო ჭეშმარიტება სხვებისთვის და ათი მათგანი დაინტერესებულიყო. სიშორის მიუხედავად მათსი მათთან თვეში ორჯერ ჩადიოდა და ბიბლიის შესწავლას უტარებდა. შემსწავლელები სულიერად წინ მიიწევდნენ. კალანგალოში ოცზე მეტი ადამიანი გახდა მაუწყებელი და ახლომდებარე ქალაქ მიტიანაში ძლიერი კრება ჩამოყალიბდა. მუტესაასირამაც სწრაფად წაიწია წინ სულიერად და მალევე მოინათლა. დღეს ის უკვე სამოცდაათ წელს გადაცილებულია და კრებაში უხუცესად მსახურობს.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება