საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“
    „მოდი და გამომყევი“
    • „მე ვარ გზა“

      11. ა) რატომ შეგვიძლია ღმერთთან კარგი ურთიერთობის განვითარება მხოლოდ იესოს მეშვეობით? ბ) როგორ უსვამს ხაზს იოანეს 14:6 იესოს განსაკუთრებულ მდგომარეობას? (იხილე სქოლიო).

      11 როგორც უკვე აღვნიშნეთ, ღმერთს იესოს გარეშე ვერ დავუახლოვდებით. იესო არის „გზა“, რადგან მხოლოდ მისი მეშვეობით შეგვიძლია ღმერთთან დაახლოება. იესომ სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნა, სიცოცხლე გაიღო მსხვერპლად და გამოგვისყიდა (მათე 20:28). სხვანაირად შეუძლებელი იქნებოდა ღმერთთან დაახლოება. ღმერთი წმინდაა და ის არასოდეს იწონებს ცოდვას, რამაც ადამიანებსა და ღმერთს შორის კედელი აღმართა (ესაია 6:3; 59:2). მაგრამ იესოს მსხვერპლმა დაანგრია ეს კედელი, რაც აუცილებელი იყო იმისათვის, რომ ცოდვებისგან განვწმენდილიყავით (ებრაელები 10:12; 1 იოანე 1:7). თუ რწმენას გამოვავლენთ ქრისტეს მსხვერპლის მიმართ და ასეთი სახით იეჰოვას დახმარებას მივიღებთ, მასთან კარგი ურთიერთობა გვექნება. სხვანაირად ‘ღმერთს ვერ შევურიგდებით’c (რომაელები 5:6—11).

      12. რა გაგებით არის იესო „გზა“?

      12 იესო „გზა“ ლოცვის დროსაც არის. მხოლოდ იესოს მეშვეობით შეგვიძლია იეჰოვას ლოცვით მივმართოთ იმაში დარწმუნებულებმა, რომ ჩვენს გულწრფელ ლოცვებს იეჰოვა შეისმენს (1 იოანე 5:13, 14). იესომ თქვა: „რასაც კი სთხოვთ მამას ჩემი სახელით, ის მოგცემთ . . . ითხოვეთ და მიიღებთ, რათა სრული იყოს თქვენი სიხარული“ (იოანე 16:23, 24). სწორედ იესოს სახელით შეგვიძლია ვილოცოთ, მივუახლოვდეთ იეჰოვას და ვუწოდოთ მას „ჩვენი მამა“ (მათე 6:9). როგორც ზემოთ მოვიხსენიეთ, იესო სრულყოფილად ჰბაძავდა მამას. იესო იმიტომაც არის „გზა“, რომ თავისი მაგალითით გვაჩვენა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ იეჰოვას მოსაწონად. ასე რომ, ღმერთთან დასაახლოებლად იესოს ნაკვალევს უნდა მივყვეთ (1 პეტრე 2:21).

  • „გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე“
    „მოდი და გამომყევი“
    • c ბერძნულ ორიგინალში იოანეს 14:6-ში გამოყენებულ პირის ნაცვალსახელს „მე“ ახლავს განსაზღვრული არტიკლი, რაც იესოს განსაკუთრებულ მდგომარეობაზე მიუთითებს, ანუ ის არის გზა, რადგან მხოლოდ მისი საშუალებით არის ღმერთთან დაახლოება შესაძლებელი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება