საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 10 პირველი: სარეველას მოგროვება. იესომ თქვა: „მკის დროს ... მომკელებს ვეტყვი, ჯერ სარეველა მოაგროვონ და ძნებად შეკრან“. 1914 წლის შემდეგ ანგელოზებმა დაიწყეს სარეველას მსგავსი ქრისტიანების მოგროვება იმით, რომ დაიწყეს სამეფოს ცხებული ძეებისგან მათი გამოცალკევება (მათ. 13:30, 38, 41).

      11. რით განსხვავდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან?

      11 ვინაიდან მოგროვების საქმე წინ მიიწევს, ამ ორ ჯგუფს შორის სხვაობა ახლა უფრო აშკარაა, ვიდრე ოდესმე (გამოცხ. 18:1, 4). 1919 წლისთვის ცხადი გახდა, რომ დიდი ბაბილონი დაცემული იყო. განსაკუთრებით რით განსხვავდებიან ჭეშმარიტი ქრისტიანები ცრუ ქრისტიანებისგან? სამქადაგებლო საქმით.

  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • 13. რას გვიმჟღავნებს გამოცხადების 18:7 მეძავის ანუ დიდი ბაბილონის შესახებ, რომელშიც შედის ქრისტიანული სამყარო?

      13 მესამე: ტირილი და კბილთა ღრჭენა. რა ხდება მას შემდეგ, რაც ანგელოზები ძნებად კრავენ სარეველას? სარეველას კლასზე საუბრისას იესომ თქვა: „იქ იქნება მათი ტირილი და კბილთა ღრჭენა“ (მათ. 13:42). ეს სიტყვები დღეს არ სრულდება. დღეს ქრისტიანული სამყარო ანუ მეძავის ნაწილი, ჯერ კიდევ ამბობს თავის თავზე, „დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არასოდეს ვიხილავო“ (გამოცხ. 18:7). მართლაც, დღეს ქრისტიანულ სამყაროს წამყვანი მდგომარეობა უკავია; მას თავი დედოფლადაც კი მიაჩნია და თვლის, რომ პოლიტიკურ ლიდერებზე მაღლა დგას. ამჟამად სარეველას კლასის წარმომადგენლები კი არ ტირიან, ამაყობენ. მაგრამ ეს სურათი ძალიან მალე შეიცვლება!

      ქრისტიანული სამყაროს პოლიტიკასთან მჭიდრო კავშირს მალე მოეღება ბოლო (იხილეთ მე-13 აბზაცი)

      14. ა) როდის და რატომ დაიწყებენ ცრუ ქრისტიანები „კბილთა ღრჭენას“? ბ) როგორ ეთანხმება მათეს 13:42-ის ახლებური გაგება ფსალმუნების 112:10-ში ჩაწერილ სიტყვებს? (იხილეთ შენიშვნა)

      14 დიდი გასაჭირის დროს, მას შემდეგ, რაც ყველა ცრუ რელიგიური მიმდინარეობა განადგურდება, მათი მიმდევრები თავშესაფარს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერსად იპოვიან უსაფრთხო ადგილს (ლუკ. 23:30; გამოცხ. 6:15—17). შემდეგ, როცა გააცნობიერებენ, რომ თავს ვერ დააღწევენ განადგურებას, სასოწარკვეთილებისგან და ბრაზისგან დაიწყებენ „ტირილს და კბილთა ღრჭენას“. როგორც იესომ იწინასწარმეტყველა დიდ გასაჭირთან დაკავშირებით, ამ შავბნელ პერიოდში ისინი „მწუხარებისგან მკერდში დაიწყებენ ცემას“e (მათ. 24:30; გამოცხ. 1:7).

      15. რა დაემართება სარეველას და როდის მოხდება ეს?

      15 მეოთხე: ღუმელში ჩაყრა. რა დაემართება ძნებად შეკრულ სარეველას? ანგელოზები „გავარვარებულ ღუმელში ჩაყრიან“ მათ (მათ. 13:42). ეს სრულ განადგურებას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, ცრუ რელიგიის ყოფილი მიმდევრები განადგურდებიან დიდი გასაჭირის საბოლოო ეტაპზე, არმაგედონში (მალ. 4:1).

  • „აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ“
    საგუშაგო კოშკი — 2013 | 15 ივლისი
    • e მე-14 აბზაცი. ეს არის მათეს 13:42-ის ახალი გაგება. ადრე ჩვენს პუბლიკაციებში ეწერა, რომ ცრუ ქრისტიანების „ტირილი და კბილთა ღრჭენა“ ათწლეულების განმავლობაში გრძელდებოდა; ვფიქრობდით, რომ ისინი მოთქვამდნენ, რადგან „სამეფოს ძეები“ ამხელდნენ მათ, როგორც „ბოროტის ძეებს“ (მათ. 13:38). თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ „კბილთა ღრჭენა“ განადგურებასთან არის დაკავშირებული (ფსალმ. 112:10).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება