-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
ანა როპატი 13 წლის იყო, როცა მისმა მშობლებმა კრებებზე სიარული შეწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მას ფეხით დაჰყავდა თავისი ორი ძმა და ერთი და კრების შეხვედრებზე სამეფო დარბაზში, რომელიც მათი სახლიდან 8 კილომეტრით იყო დაშორებული. მოგვიანებით ანამ პიონერად დაიწყო მსახურება და სიუსეგას ფილიალის მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა. „მისიონერების კარგმა მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მათი დახმარებით სულიერად გავიზარდე“, — იხსენებს ანა. მშენებლობაზე მან გაიცნო ავსტრალიელი მოხალისე, სტივ გოულდი. ისინი დაქორწინდნენ და როგორც საერთაშორისო მსახურები მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და რუსეთში განხორციელებულ სამშენებლო პროექტებში. შემდეგ ისინი სამოას ბეთელში მიიწვიეს, ამჟამად კი ავსტრალიის ფილიალში მსახურობენ.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
[სურათი 131 გვერდზე]
ანა როპატი (ახლა გოულდი) ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა იეჰოვას მსახურება აირჩია
-