-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„მობინადრეები ოფიციალურად გვესალმებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათთვის დიდი პატივი იყო ბიბლიური ცნობის გადასაცემად მათ ქოხში ჩვენი სტუმრობა, — ამბობს ჯონ როდესი, რომელმაც სამოასა და ამერიკის სამოაში მისიონერად 20 წელი იმსახურა. — შემდეგ გვეკითხებოდნენ, საიდან ვიყავით, გვყავდა თუ არა შვილები და სად ცხოვრობდნენ ჩვენი ოჯახის წევრები“.
ჯონის მეუღლე, ჰელენი განაგრძობს: „მობინადრეებს პატივისცემისა და მოწიწების გამომხატველი სიტყვებით მივმართავდით, რომლებსაც ისინი, ჩვეულებრივ, ოფიციალურ საუბარში იყენებენ. ასეთი სახით, მასპინძელსაც პატივს ვცემდით და ცნობასაც, რომელსაც გადავცემდით“.
-
-
სამოაიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
-
-
„სამოელები განსაკუთრებული ორატორული ნიჭით გამოირჩევიან. ბევრს ყოველგვარი მომზადების გარეშე შეეძლო, თავისი მრწამსის შესახებ დამაჯერებლად ესაუბრა. მიუხედავად ამისა, ვურჩევდით, რომ დაბეჭდილი შეთავაზებები გამოეყენებინათ, ბიბლიით ესარგებლათ, და მხოლოდ თავიანთ მჭევრმეტყველებაზე არ ყოფილიყვნენ დაიმედებულნი“, — ამბობს ჯონ როდესი.
-