საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ერთმა მაუწყებელმა ფალეასიუში მცხოვრებ თავის ნათესავს, საუვაო ტოეტუს უქადაგა. მალე საუვაომ და მისმა სიძემ ფინაუ ფეომაიამ თავიანთ ოჯახებთან ერთად შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. მათ მალე შეუყვარდათ ჭეშმარიტება.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [ჩარჩო⁄სურათი 79 გვერდზე]

      „იეჰოვას კაცი“

      საუვაო ტოეტუ

      დაიბადა: 1902 წელს

      მოინათლა: 1954 წელს

      მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პირველი, ვინც ფალეასიუში ჭეშმარიტება მიიღო. მოგვიანებით მის მამულში აშენდა სამეფო დარბაზი. მოგვითხრო საუვაოს ვაჟმა ტაფიგა საუვაომ

      მამაჩემის ბიძაშვილი, რომელიც აპიაში ცხოვრობდა, 1952 წელს ფალეასიუში გვეწვია. მას იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ურთიერთობა და მამაჩემთან ბიბლიაზე საუბარი სურდა. მის მოსასმენად რამდენიმე ნათესავიც გვესტუმრა. საუბარი შაბათ დილიდან ორშაბათ შუადღემდე გაგრძელდა; მხოლოდ ერთი საათით წავუძინეთ. მსგავსი საუბრები მომდევნო ოთხი შაბათ-კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მამაჩემმა თქვა: „ჩემი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილდა, მე ვიპოვე ჭეშმარიტება!“ ჭეშმარიტება მიიღეს მამაჩემის სიძემაც, ფინაუ ფეომაიამ, და მისმა ნათესავებმაც.

      მამამ მაშინვე დაიწყო ქადაგება. ამან ძალიან აღაშფოთა ნათესავები, რადგან მას ერთგულ მეშვიდე დღის ადვენტისტად მიიჩნევდნენ. მამას დაცინვით „იეჰოვას კაცს“ ეძახდნენ, თუმცა ამ სახელს თვითონ კომპლიმენტად მიიჩნევდა. მამა ტანდაბალი, მაგრამ გულადი კაცი იყო, საღად მოაზროვნე და დამაჯერებლად მოლაპარაკე, ამიტომ ახალშეძენილი რწმენის თამამად დაცვა არ გასჭირვებია. დროთა განმავლობაში ჩვენი პატარა ჯგუფისგან სამოაში მეორე კრება ჩამოყალიბდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება