საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • საჭიროა სამეფო დარბაზები

      90-იან წლებში სამოასა და ამერიკის სამოაში კრების შეხვედრები სახლებსა და ქოხებში ტარდებოდა. „ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ალმაცერად გვიყურებდა“, — ამბობს სტიუარტ დუგალი, რომელიც 2002—2007 წლებში ქვეყნის კომიტეტის წევრი იყო.

  • სამოა
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • 1999 წელს იეჰოვას მოწმეებმა აამოქმედეს პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროგრამით სამოაში პირველი სამეფო დარბაზი შორეულ სოფელ ლეფაგაში აშენდა, რომელიც კუნძულ უპოლუს სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. მანამდე ლეფაგაში ერთი მაუწყებლის სახლის წინა მხარეს მიდგმულ, ჩალით გადახურულ, უკედლებო ოთახში ათი კაცი იკრიბებოდა.

      მშენებლობას ზედამხედველობდა ავსტრალიელი ჯეკ შიდი, რომელიც მანამდე მეუღლესთან, კორალთან, ერთად შვიდ წელიწადს ტონგაში მსახურობდა. ჯეკი იხსენებს: „ფერმერებისგან, მეთევზეებისა და დიასახლისებისგან შემდგარი ბრიგადის წევრები, ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ“.

      2001 წელს დასრულდა 60-კაციანი სამეფო დარბაზის მშენებლობა. ადგილობრივ მოსახლეობას ნაგებობა ისე მოეწონა, რომ აღტაცება ვერ დამალა. ისინი ამბობდნენ: „თქვენი დარბაზები ღვთის თაყვანისცემისთვის მართლაც შესაფერისი ადგილებია; ისინი სადა, ლამაზი და მიმზიდველია; არ ჰგავს უამრავი ნივთით გადატვირთულ ჩვენს მოხატულ მდიდრულ ეკლესიებს, რომლებიც ხშირად დაუსუფთავებელია“. კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამ ახალ დარბაზში 2004 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 205 კაცი დაესწრო.

      2005 წლის ბოლოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების დახმარების პროგრამით სამოას კუნძულებზე ოთხი ახალი სამეფო დარბაზი აშენდა და სამი გარემონტდა. გარდა ამისა, განახლდა სოფელ სინამოგას (აპია) საკონგრესო დარბაზი. სამოელი მაუწყებლები, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა ქვეყნებში მცხოვრები და-ძმები, დიდად აფასებენ მსოფლიო საძმოს მიერ გაწეულ ამგვარ დახმარებას (1 პეტ. 2:17).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება