საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „სულ გახარებული იქნები“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 იანვარი
    • აბრაამის შთამომავალთა რიცხვი იზრდება

      7. რა იყო კვირების დღესასწაული?

      7 ედემის ბაღში იეჰოვას მიერ აღთქმული შთამომავალი იესო იყო, რომლის მეშვეობითაც ის ‘ეშმაკის საქმეებს დაამსხვრევდა’ (1 იოანე 3:8). მაგრამ იეჰოვამ აბრაამს მიანიშნა, რომ მისი შთამომავლობა ერთი ადამიანით კი არ შემოიფარგლებოდა, არამედ „ცის ვარსკვლავებივითა და ზღვის ქვიშასავით“ გამრავლდებოდა (დაბადება 22:17). ამ შთამომავლობის გამოჩენაზე მიანიშნებდა კიდევ ერთი დღესასწაული — კვირების დღესასწაული, რომელსაც ისრაელები 16 ნისანიდან 50 დღის გასვლის შემდეგ ზეიმობდნენ. კანონში ეწერა: „მეშვიდე შაბათის მომდევნო დღემდე დაითვალეთ ორმოცდაათი დღე და შესწირეთ იეჰოვას ახალი მარცვლეული შესაწირავი. თქვენი საცხოვრებელი ადგილებიდან შესარხევ შესაწირავად მიიტანეთ ორი მეათედი ეფა წმინდად დაფქული ფქვილისგან გამომცხვარი ორი პური. გაფუვდეს და ისე გამოცხვეს, როგორც პირველი ნაყოფი იეჰოვასთვის“b (ლევიანები 23:16, 17, 20).

      8. რა ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

      8 იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს კვირების დღესასწაულს ორმოცდამეათე დღის დღესასწაულს უწოდებდნენ. სწორედ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დიდმა მღვდელმთავარმა, მკვდრეთით აღმდგარმა იესო ქრისტემ, წმინდა სული მოაფინა იერუსალიმში შეკრებილ 120 მოწაფეს. ამგვარად, ეს მოწაფეები ღვთის ცხებული ძეები და იესოს ძმები გახდნენ (რომაელები 8:15—17). მათგან ახალი ერი, „ღვთის ისრაელი“ წარმოიშვა (გალატელები 6:16). მათი რიცხვი 144 000-მდე უნდა გაზრდილიყო (გამოცხადება 7:1—4).

      9, 10. რა გაგებით განასახიერებდა ორი პური ცხებულ ქრისტიანთა კრებას ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?

      9 ორი საფუვრიანი პური, რომელსაც მღვდელი ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იეჰოვას წინაშე არხევდა, ცხებულ ქრისტიანთა კრებას განასახიერებდა. საფუვრიანი პურები იმაზე მიუთითებდა, რომ ცხებული ქრისტიანები მემკვიდრეობით მიღებული ცოდვისგან არ იყვნენ თავისუფლები. მიუხედავად ამისა, მათ იესოს მსხვერპლის საფუძველზე იეჰოვასთან მიახლოების საშუალება ჰქონდათ (რომაელები 5:1, 2). რატომ სწირავდა მღვდელი ორ პურს? შესაძლოა, ეს იმას ნიშნავდა, რომ ღვთის ცხებული ძეები ჯერ იუდეველებისგან, შემდეგ კი უცხოტომელებისგან შეიკრიბებოდნენ (გალატელები 3:26—29; ეფესოელები 2:13—18).

      10 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე შეწირული პური ხორბლის მოსავლის პირველნაყოფი იყო. შესაბამისად, სულითცხებულ ქრისტიანებს ეწოდებათ „მის ქმნილებათა შორის ერთგვარი პირველი ნაყოფი“ (იაკობი 1:18). იესოს სისხლის საფუძველზე, პირველად მათ მიეტევათ ცოდვები და ზეცაში უკვდავების მიღების შესაძლებლობა მიეცათ, სადაც იესოსთან ერთად იმეფებენ (1 კორინთელები 15:53; ფილიპელები 3:20, 21; გამოცხადება 20:6). ახლო მომავალში ისინი ‘დამწყემსავენ [ერებს] რკინის კვერთხით’ და დაინახავენ, როგორ ‘შეიმუსრება სატანა მათ ფეხქვეშ’ (გამოცხადება 2:26, 27; რომაელები 16:20). მოციქულმა იოანემ დაწერა: „ესენი მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ესენი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი ღვთისა და კრავისთვის“ (გამოცხადება 14:4).

  • „სულ გახარებული იქნები“
    საგუშაგო კოშკი — 2007 | 1 იანვარი
    • b შესარხევ შესაწირავს, ორ პურს, ხშირად მღვდელი ორივე ხელის გულზე იდებდა, შლიდა ხელებს და პურს აქეთ-იქით არხევდა. ეს იეჰოვას წინაშე მხვერპლის წარდგენას ნიშნავდა (იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი II, გვერდი 528 [ინგლ.]. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება