-
„მართალნი მზესავით გაანათებენ“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
5. ვინ არის მტერი და რას წარმოადგენს სარეველა?
5 ვინ არის მტერი და რა არის სარეველა? როგორც იესომ თქვა, მტერი ეშმაკია, სარეველა კი — „ბოროტის ძეები“ (მათ. 13:25, 38, 39). როგორც ჩანს, იესო სარეველაში ღვარძლს გულისხმობდა. მომწიფებამდე ეს შხამიანი სარეველა ძალიან ჰგავს ხორბალს. ეს სიტყვა ნამდვილად კარგად აღწერს ვაი-ქრისტიანებს, რომლებსაც თავი სამეფოს ძეებად მოაქვთ, მაგრამ შესაფერისი ნაყოფი არ გამოაქვთ. ეს თვალთმაქცი ქრისტიანები, რომლებსაც ქრისტეს მიმდევრობაზე აქვთ პრეტენზია, სინამდვილეში სატანა ეშმაკის „შთამომავლები“ არიან (დაბ. 3:15).
6. როდის ამოჰყო თავი სარეველამ და როგორ მიიძინა მრავალმა?
6 როდის გამოჩნდნენ სარეველასთან შედარებული ქრისტიანები? „როცა ხალხს ეძინა“, — თქვა იესომ (მათ. 13:25). როდის მოხდა ეს? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლეს სიტყვებიდან ვიგებთ, რომლებიც მან ეფესოელ უხუცესებს მისწერა: „ვიცი, ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები და არ დაინდობენ სამწყსოს; თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:29, 30). პავლემ უხუცესები გააფრთხილა, რომ სულიერად ეფხიზლათ. მას შემდეგ, რაც განდგომილების შემკავებელმა მოციქულებმა სიკვდილის ძილით მიიძინეს, მრავალმა ქრისტიანმა სულიერად დაიძინა (წაიკითხეთ 2 თესალონიკელების 2:3, 6—8). ამას მოჰყვა დიდი განდგომილება.
7. გადაიქცა ხორბალი სარეველად? ახსენით.
7 იესოს არ უთქვამს, რომ ხორბალი სარეველად გადაიქცეოდა. მან თქვა, რომ სარეველა ხორბალს შორის ჩაითესებოდა. ამ მაგალითით იესოს ჭეშმარიტი ქრისტიანების რწმენისგან განდგომა კი არ აღუწერია, არამედ ის, რომ სატანის მცდელობით ქრისტიანულ კრებაში შემოიპარებოდნენ ბოროტი ადამიანები და გახრწნიდნენ კრებას. უკანასკნელი მოციქული იოანე უკვე ღრმად მოხუცებული იყო, როცა განდგომილებამ აშკარად იჩინა თავი (2 პეტ. 2:1—3; 1 იოან. 2:18).
„მკამდე ერთად იზარდონ“
8, 9. ა) რატომ იქნებოდა იესოს მსმენელებისთვის გასაგები მონებისთვის მიცემული ბატონის მითითება? ბ) როგორ იზრდებოდა ხორბალი და სარეველა ერთად?
8 მონებმა შეატყობინეს ბატონს, რა მოხდა და ჰკითხეს: „გინდა, წავალთ და გავმარგლავთ [სარეველას]?“ (მათ. 13:27, 28). შეიძლება გაგაკვირვოთ ბატონის პასუხმა. მან მონებს უბრძანა, მკამდე ხელი არ ეხლოთ სარეველასთვის. იესოს მოწაფეები მაშინვე მიხვდებოდნენ ამ ბრძანების მნიშვნელობას. მათ იცოდნენ, რამდენად რთულია ხორბლის ღვარძლისგან გარჩევა. ვინც ერკვევა სოფლის მეურნეობაში, იცის, რომ ღვარძლის ფესვები იხლართება ხორბლის ფესვებში.c ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ უბრძანა ბატონმა მონებს, რომ მკამდე მოეცადათ.
9 აქედან გამომდინარე, საუკუნეების მანძილზე ქრისტიანული სამყაროს მრავალი მიმდინარეობის, თავდაპირველად რომის კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების, მოგვიანებით კი პროტესტანტული განშტოებების სახით, სარეველას არნახული მოსავალი მოვიდა.
-
-
„მართალნი მზესავით გაანათებენ“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
c ღვარძლის ფესვები ისე მჭიდროდ იხლართება ხორბლის ფესვებში, რომ თუ მას მკამდე ამოძირკვავენ, შეიძლება ბევრი ხორბალიც ამოჰყვეს თან (იხილეთ „წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი“, ტომი I, გვერდი 1178 [ინგლ.]).
-
-
„მართალნი მზესავით გაანათებენ“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
ამ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში სამეფოს ძეების შეკრება და „სარეველასგან“ მათი გამოცალკევება ხდება. ამასთან დაკავშირებით მოციქული პეტრე წერდა: „მოვიდა დანიშნული დრო, რომ დაიწყოს გასამართლება ღვთის სახლიდან. თუ ის ჯერ ჩვენგან დაიწყება, როგორი აღსასრული მოელით მათ, ვინც არ ემორჩილება ღვთის სასიხარულო ცნობას?“ (1 პეტ. 4:17).
11 ბოლო დღეების, ანუ „ქვეყნიერების წყობის აღსასრულის“ დაწყებიდან მალევე მათი გასამართლება დაიწყო, ვინც თავს ჭეშმარიტ ქრისტიანს უწოდებდა, იმის გასარკვევად, ნამდვილად „სამეფოს ძეები“ იყვნენ თუ „ბოროტის ძეები“. მკის დასაწყისში „ჯერ“ დიდი ბაბილონი დაეცა, „მერე“ კი „სამეფოს ძეები“ შეგროვდნენ (მათ. 13:30).
-
-
„მართალნი მზესავით გაანათებენ“საგუშაგო კოშკი — 2010 | 15 მარტი
-
-
13. რა გაგებით არის „სარეველა“ დამაბრკოლებელი და უკანონობის ჩამდენი?
13 ვის მოაგროვებენ სამეფოდან და რა გაგებით არიან ისინი დამაბრკოლებლები და უკანონობის ჩამდენები? (მათ. 13:41). სარეველასთან შედარებულ ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებას საუკუნეების მანძილზე შეცდომაში შეჰყავდა მილიონობით ადამიანი. ამას ისინი ღვთის შეურაცხმყოფელი სწავლებებით, „ყოველივე დამაბრკოლებლით“ ახერხებდნენ. მაგალითად, ჯოჯოხეთის ცეცხლში საუკუნო ტანჯვისა და სამების დამაბნეველი და ჩაუწვდომელი დოგმატის მეშვეობით. ბევრი რელიგიური წინამძღოლი ცუდ მაგალითს აძლევს თავის სამწყსოს, რადგან ისინი არც ქვეყნიერებასთან მეგობრობას ერიდებიან და ზოგ შემთხვევაში არც აღვირახსნილობას (იაკ. 4:4). გარდა ამისა, ქრისტიანული სამყარო სულ უფრო მეტი შემწყნარებლობით ეკიდება მრევლის ამორალურ ქცევას (წაიკითხეთ იუდას 4 ). ამ ყველაფრის მიუხედავად, რელიგიურ წინამძღოლებს თავი ღვთისმოსავებად მოაქვთ. როგორ ახარებთ „სამეფოს ძეებს“, რომ გამოყოფილნი არიან „სარეველასგან“ და არაფერი აქვთ საერთო დამაბრკოლებელ და დამახინჯებულ სწავლებებთან.
14. რა გაგებით ტირიან და აღრჭენენ კბილებს სარეველასთან შედარებულები?
14 რა გაგებით ტირიან და აღრჭენენ კბილებს სარეველასთან შედარებულები? (მათ. 13:42). „ბოროტების ძეები“ იტანჯებიან, რადგან „სამეფოს ძეებმა“ გამოააშკარავეს, რომ ისინი სულიერად წამლავენ ხალხს. ისინი იმის გამოც ტირიან, რომ მრევლი ნელ-ნელა ხელიდან ეცლებათ და ძალაუფლებას კარგავენ მასზე (წაიკითხეთ ესაიას 65:13, 14).
15. რა გაგებით დაიწვებიან სარეველასთან შედარებულები ცეცხლში?
15 რა გაგებით აგროვებენ სარეველას და წვავენ ცეცხლში? (მათ. 13:40). ეს სიტყვები წარმოდგენას გვიქმნის იმაზე, თუ რა აღსასრული ელის სარეველას. მათ, ასე ვთქვათ, გავარვარებულ ღუმელში ყრიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთხელ და სამუდამოდ განადგურდებიან (გამოცხ. 20:14; 21:8). სარეველას მსგავსი თვითმარქვია ქრისტიანები „დიდი გასაჭირის“ დროს ამოიძირკვებიან (მათ. 24:21).
-