საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
    • საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულ ტკივილთან გამკლავება

      რა ვიცით იესოს მამობილის, იოსების შესახებ? წინა აბზაცში აღწერილი შემთხვევის შემდეგ, რომელიც იესოს ბავშვობას უკავშირდება, იოსები მეტად აღარ მოიხსენიება სახარებებში. ზოგის აზრით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ იოსები მანამდე დიდი ხნით ადრე მოკვდა, ვიდრე იესო მსახურებას დაიწყებდა.c როგორც უნდა იყოს, ჩანაწერები იმაზე მეტყველებს, რომ იმ დროს, როცა იესო დედამიწაზე თავის მსახურებას ამთავრებდა, მარიამი ქვრივი იყო. სიკვდილის პირას მყოფმა იესომ თავისი დედა მოციქულ იოანეს ჩააბარა (იოანე 19:26, 27). იესო ალბათ ამას არ გააკეთებდა, იოსები ჯერ კიდევ ცოცხალი რომ ყოფილიყო.

      მარიამი და იოსები ერთად ბევრი რამის მომსწრენი გახდნენ. მათ ანგელოზები გამოეცხადნენ, შემდეგ ისინი მტერს დაუსხლტნენ ხელიდან და მათ რამდენჯერმე მოუწიათ საცხოვრებლის შეცვლა. გარდა ამისა, მარიამმა და იოსებმა დიდი ოჯახიც შექმნეს. წარმოიდგინეთ, რამდენჯერ დასხდებოდნენ ისინი საღამოობით ერთად და ისაუბრებდნენ იესოზე, მის მომავალსა და იმ სირთულეებზე, რასაც ის შეხვდებოდა ცხოვრებაში! დაფიქრდით, რამდენჯერ დაარიგებდნენ ისინი იესოს და რამხელა ღვაწლს ჩადებდნენ მის სათანადოდ აღზრდაში! ამ ყველაფრის შემდეგ მარიამი მოულოდნელად ძვირფას ადამიანს კარგავს და მარტო რჩება.

      თქვენც დაგეღუპათ მეუღლე? კვლავაც გრძნობთ ტკივილსა და სიცარიელის გრძნობას მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მრავალი წელი გავიდა? უდავოა, მარიამს სწამდა, რომ იქნებოდა მკვდრეთით აღდგომა, რაც მისთვის მანუგეშებელი იქნებოდა (იოანე 5:28, 29).d ცხადია, ასეთი ნუგეში მარიამს ყველა პრობლემას არ გადაუჭრიდა. დღეს მცხოვრები მრავალი მარტოხელა დედის მსგავსად, მისთვისაც რთული იქნებოდა ქმრის გარეშე შვილებზე ზრუნვა.

      გონივრულია დავასკვნათ, რომ იოსების სიკვდილის შემდეგ ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობა, ძირითადად, იესოს დააწვებოდა. როდესაც იესოს ძმები გაიზრდებოდნენ, ისინიც შეძლებდნენ ოჯახური პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღებას.

  • რისი სწავლა შეგვიძლია მარიამისგან?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 იანვარი
    • c იესოს ოჯახის წევრები — დედა და და-ძმები — სახარებებში მოხსენიებულნი არიან, მაგრამ იოსები იესოს მსახურების შესახებ ჩანაწერებში არ გვხვდება. მაგალითად, ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ მარიამი მონაწილეობდა ქორწილში, რომელიც კანაში იყო. მან რაღაც საკითხში ინიციატივაც კი აიღო საკუთარ თავზე. არაფერი მოწმობს იმაზე, რომ იმ დროს იოსებიც იქ იყო (იოანე 2:1—11). ბიბლიის სხვა მონაკვეთიდან ვიგებთ, რომ მშობლიურ მხარეში დაბრუნებულ იესოს ხალხი უწოდებდა არა იოსების ვაჟს, არამედ „მარიამის ვაჟს“ (მარკოზი 6:3).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება