საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ ამოვუდგეთ მხარში ქვრივებს?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მაისი
    • როგორ ამოვუდგეთ მხარში ქვრივებს?

      ჟანა თავისი პატარა ბინის სამზარეულოში მექანიკურად შლიდა სუფრას, თუმცა ჭამის ხალისი მაინცდამაინც არ ჰქონდა. უცებ შენიშნა, რომ მაგიდაზე ერთის ნაცვლად ორი თეფში იდო, თავი ვეღარ შეიკავა და აქვითინდა. მართალია, საყვარელი მეუღლე ორი წლის წინ დაეღუპა, მაგრამ ჩვეულებისამებრ მაგიდა ორ კაცზე გაშალა.

      ვისაც არ გამოუცდია, ვერასდროს გაიგებს, რამდენად მტკივნეულია მეუღლის სიკვდილი. ამ დროს ადამიანს უჭირს, თვალი გაუსწოროს მწარე რეალობას. 72 წლის ბერილი ვერაფრით ეგუებოდა ქმრის მოულოდნელ სიკვდილს. „გაოგნებული ვიყავი. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემი ქმარი მეტად აღარ შემოვიდოდა სახლში“, — ამბობს ის.

      კიდურის ამპუტაციის შემდეგ, ზოგჯერ ადამიანს ისეთი შეგრძნება უჩნდება, თითქოს კიდური ისევ აქვს. მსგავსად, მგლოვიარე მეუღლეებს ზოგჯერ ეჩვენებათ, რომ ხალხში მეუღლეს მოჰკრეს თვალი. ზოგჯერ რაღაცას ეუბნებიან მეუღლეს და მერე ახსენდებათ, რომ ის უკვე აღარ არის.

  • როგორ ამოვუდგეთ მხარში ქვრივებს?
    საგუშაგო კოშკი — 2010 | 1 მაისი
    • სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ბერილი ამბობს: „მართალია, მეგობრები მხარში მედგნენ, მაგრამ ისინი თავს არიდებდნენ ჩემს ქმარზე, ჯონზე, საუბარს. ეს მტკივნეული იყო ჩემთვის, რადგან ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს მას არც უარსებია“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება