-
როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე, და რატომ?„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
რატომ უნდა დაიფაროს დამ თავზე. მე-10 მუხლში ვკითხულობთ ორ მიზეზს, რის გამოც ქრისტიანი ქალი ასრულებს ამ მოთხოვნას: „ქალს ძალაუფლების ნიშანი უნდა ჰქონდეს თავზე ანგელოზებისთვის“.
-
-
როდის უნდა დაიფაროს დამ თავზე, და რატომ?„დარჩით ღვთის სიყვარულში“
-
-
გარდა ამისა, ის ასე „ანგელოზებისთვის“ უნდა მოიქცეს. რა გავლენას იქონიებს ამ ძლიერ სულიერ ქმნილებებზე ის, რომ ქალი თავზე იფარებს?
ანგელოზებს ახარებთ იმის დანახვა, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში, ზეცაში თუ დედამიწაზე, ღვთის ძალაუფლებას აღიარებენ. მათ ამხნევებთ არასრულყოფილი ადამიანების მორჩილების დანახვა. ანგელოზებიც უნდა დაემორჩილონ ღვთის მიერ დადგენილ თეოკრატიულ წესრიგს. თუმცა ძველად ბევრი ანგელოზი ასე არ მოიქცა (იუდა 6). შესაძლოა ანგელოზები ხედავენ, რომ ზოგი ქრისტიანი ქალი რომელიმე ძმაზე გამოცდილია, მეტი ცოდნა აქვს და ჭკვიანია, მაგრამ მაინც ხალისით ემორჩილება ძმის უფლებამოსილებას. ზოგი ქრისტიანი ქალი ცხებულია და მომავალში ქრისტეს თანამემკვიდრე გახდება. საბოლოოდ, ის ანგელოზებზე მაღალ მდგომარეობას დაიკავებს და ქრისტესთან ერთად იმმართველებს ზეცაში; დღეს ასეთი დები მორჩილების კარგ მაგალითს აძლევენ ანგელოზებს! სინამდვილეში, თითოეულ დას უდიდესი პატივი აქვს, მილიონობით ერთგული ანგელოზის წინაშე გამოავლინოს თავისი ერთგულება და მორჩილება!
-