საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მიიღე ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაში
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
    • შენი ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევანი

      3. რომელია ის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლის მიღებაც შეგიძლია ცხოვრებაში და როდის შეგიძლია ამის გაკეთება?

      3 ახალგაზრდობა ის დროა, როცა ადამიანს შეუძლია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. ამ გადაწყვეტილებებს შორის არის ერთი, რომელიც ყველა სხვა გადაწყვეტილებას გადაწონის — ეს არის გადაწყვეტილება, ემსახურო იეჰოვას. შენი აზრით, როდის არის ამ გადაწყვეტილების მიღება ყველაზე დროული? იეჰოვა გვეუბნება: „გახსოვდეს შენი დიდებული შემოქმედი შენს სიჭაბუკეში“ (ეკლ. 12:1). არ დაგავიწყდეს: თუ გინდა, რომ გახსოვდეს იეჰოვა, სრულად უნდა დაიხარჯო მის მსახურებაში (კან. 10:12). ღვთისადმი მთელი სულითა და გულით მსახურება შენს ცხოვრებაში ყველაზე საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება და იცოდე, ეს მთელ შენს ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას (ფსალმ. 71:5).

      4. სხვა რომელი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მოახდენს გავლენას იმაზე, თუ როგორ ემსახურები ღმერთს?

      4 რა თქმა უნდა, არსებობს კიდევ სხვა გადაწყვეტილებებიც, რომლებიც გარკვეულ გავლენას იქონიებს შენს ცხოვრებაზე. მაგალითად, ქორწინება, ის, თუ ვის აირჩევ ცხოვრების თანამგზავრად ან ის, თუ სად იმუშავებ, რით ირჩენ თავს. ეს სერიოზული საკითხებია, მაგრამ ბრძნული იქნება შენი მხრიდან, თუ უპირველესად იეჰოვას მსახურებას გადაწყვეტ, ოღონდ მსახურებას მთელი გულითა და სულით (კან. 30:19, 20). დაიხსომე, ეს გადაწყვეტილებები ერთმანეთთან კავშირშია! ის, თუ რას გადაწყვეტ დაქორწინებასთან დაკავშირებით, ანდა კიდევ ის, თუ სად იმუშავებ, სერიოზულ გავლენას მოახდენს იმაზე, თუ როგორ ემსახურო ღმერთს (შეადარეთ ლუკას 14:16—20). მეორე მხრივ, შენი დაუცხრომელი სურვილი, ემსახურო ღმერთს, არანაკლებ გავლენას მოახდენს შენს გადაწყვეტილებებზე ქორწინებასა და სამსახურთან დაკავშირებით. ასე რომ, არჩევანი შენზეა, უნდა გადაწყვიტო, რას დაუთმობ შენს ცხოვრებაში პირველ ადგილს (ფილ. 1:10).

  • მიიღე ბრძნული გადაწყვეტილებები ახალგაზრდობაში
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 იანვარი
    • 11. რატომ დაკარგა ბარუქმა სიხარული და რა რჩევა მისცა მას იეჰოვამ?

      11 იეჰოვას მსახურებას უდიდესი ბედნიერება ახლავს თან (იგავ. 16:20). როგორც ჩანს, ეს პრინციპი გამორჩა მხედველობიდან იერემიას მდივანს, ბარუქს. ერთი პერიოდი მან სიხარული დაკარგა იეჰოვას მსახურებაში. იეჰოვამ უთხრა მას: „შენ კი დიდ რამეს ეძებ შენთვის. ნუ ეძებ. უბედურებას დავატეხ ყოველ ხორციელს . . . შენ კი შენს სულს მოგცემ ნადავლად ყველგან, სადაც კი წახვალ“ (იერ. 45:3, 5). როგორ ფიქრობ, რა გახდიდა ბარუქს ბედნიერს, დიდი რამის ძებნა თუ გადარჩენა ღვთის ერთგულების სანაცვლოდ იერუსალიმის განადგურებისას? (იაკ. 1:12).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება