საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ახალგაზრდებო, „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • აუცილებელია ლოცვა

      10. რატომ არის მონათლული ქრისტიანისთვის ლოცვა აუცილებელი?

      10 ბიბლიის შესწავლის დროს ვუსმენთ იეჰოვას, ლოცვის დროს კი მასთან საუბრის შესაძლებლობა გვეძლევა. ლოცვას ქრისტიანი აზრს მოკლებულ რიტუალად არ უნდა თვლიდეს. ის არც თილისმაა, რომ წარმატების მიღწევაში დაგვეხმაროს. ლოცვა ჩვენს შემოქმედთან უშუალო ურთიერთობაა. იეჰოვას სურს, რომ ესაუბრო (წაიკითხეთ ფილიპელების 4:6). ნებისმიერი საწუხარის დროს გაითვალისწინე ბიბლიური რჩევა: „იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი“ (ფსალმ. 55:22). ეს რჩევა მილიონობით და-ძმას დაეხმარა. დარწმუნებული იყავი, ის შენც დაგეხმარება!

      11. რატომ არის აუცილებელი ლოცვაში იეჰოვასადმი მადლიერების გამოხატვა?

      11 ჩვენ მხოლოდ იმ დროს არ უნდა ვილოცოთ, როცა დახმარება გვჭირდება. ბიბლია მოგვიწოდებს: „იყავით მადლიერნი“ (კოლ. 3:15). ზოგჯერ შესაძლოა პრობლემებმა იმდენად მოგვიცვას, რომ მხედველობიდან გამოგვრჩეს კურთხევები, რომლებიც გვაქვს. შეეცადე, ყოველდღე სულ მცირე სამ რამეზე იფიქრო, რისთვისაც იეჰოვას მადლიერი ხარ. შემდეგ ლოცვაში მადლობა გადაუხადე იეჰოვას ამ კურთხევებისთვის. 18 წლის აბიგაილი, რომელიც 12 წლის ასაკში მოინათლა, ამბობს: «ვფიქრობ, რომ ამ სამყაროში მადლობის თქმას ყველაზე მეტად იეჰოვა იმსახურებს. ხელიდან არ უნდა გავუშვათ შესაძლებლობა, რომ მადლობა გადავუხადოთ მას ყველაფრისთვის, რაც გვაქვს. ერთხელ საინტერესო აზრი მოვისმინე: „როგორ ვიგრძნობდით თავს, თუ ხვალ გავიღვიძებდით და მხოლოდ ის გვექნებოდა, რისთვისაც დღეს ვუთხარით იეჰოვას მადლობა?“».a

  • ახალგაზრდებო, „კვლავაც იღვაწეთ თქვენი ხსნისთვის“
    საგუშაგო კოშკი — 2017 | დეკემბერი
    • a დამატებითი რჩევებისთვის ჩვენს ვებ-გვერდზე jw.org იხილე „ახალგაზრდების შეკითხვები — რატომ უნდა ვილოცო?“ და თანდართული სამუშაო ფურცელი.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება