საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შევეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
    • ახალგაზრდობაში ჩვეულებრივ სხვადასხვა გრძნობა იჩენს თავს. რის გაკეთება შეგიძლია, თუ შენივე სქესის წარმომადგენელი გიზიდავს? ნიშნავს ეს იმას, რომ ჰომოსექსუალისტი ხარ? არა. გახსოვდეს, რომ ახალგაზრდა ხარ და სექსუალური გრძნობების მოზღვავებას განიცდი (1 კორინთელები 7:36). რაღაც მომენტში შეიძლება შენი ყურადღება შენივე სქესის წარმომადგენელმა მიიპყროს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჰომოსექსუალისტი ხარ. სტატისტიკურმა მონაცემებმა ცხადყო, რომ ასეთი გრძნობები, ჩვეულებრივ, დროთა განმავლობაში ქრება. და მაინც, შეიძლება იკითხო: „რატომ მიჩნდება ასეთი გრძნობები?“

      ზოგი ფიქრობს, რომ ამაში გენებია დამნაშავე. სხვები ამბობენ, რომ ეს მიდრეკილება შეძენილია. ამ სტატიის მიზანი მიზეზების ძიება არ არის. ფაქტობრივად, ძნელია იმის დადგენა, რატომ ხდება ადამიანი ჰომოსექსუალისტი. როგორც ჩანს, ჰომოსექსუალიზმს, ისევე როგორც ადამიანის ნებისმიერ მიდრეკილებას, არაერთი ფაქტორი განაპირობებს.

      რა მიზეზიც უნდა იყოს, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიბლია განსჯის ჰომოსექსუალიზმს. მაგრამ ის დასძენს, რომ ადამიანს შეუძლია ამ მანკიერი მიდრეკილების დაძლევა. წარმოიდგინეთ ფიცხი ადამიანი (იგავები 29:22). წარსულში ის შეიძლება ადვილად ბრაზდებოდა. მაგრამ ბიბლიის შესწავლის შემდეგ ის ხვდება, რომ საჭიროა თავშეკავების გამოვლენა. ნიშნავს ეს იმას, რომ ის აღარასოდეს გაბრაზდება? არა. ის უბრალოდ არ აჰყვება თავის ემოციებს, რადგან იცის, რას ამბობს ბიბლია გაუკონტროლებელ რისხვაზე. იმავეს თქმა შეიძლება ადამიანზე, რომელსაც თავისი სქესის წარმომადგენელი იზიდავს და, ამავე დროს, მან იცის, რას ამბობს ბიბლია ჰომოსექსუალიზმის შესახებ. დროდადრო არასწორმა სურვილმა შეიძლება თავი გაახსენოს მას. მაგრამ, თუ ის ბიბლიის რჩევას გაითვალისწინებს, შეძლებს ამ მიდრეკილების დაძლევას.

      უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ეს მიდრეკილება შეიძლება ძლიერი იყოს. თუმცა დარწმუნებული იყავი, რომ ყველაზე ძლიერი სურვილის დაძლევაც კი შესაძლებელია (1 კორინთელები 9:27; ეფესოელები 4:22—24). საბოლოოდ, ყველაფერი შენზეა დამოკიდებული (მათე 7:13, 14; რომაელები 12:1, 2). ბევრი ფიქრობს, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, მაგრამ სინამდვილეში შენ შეგიძლია ისწავლო გრძნობების დაოკება, ყოველ შემთხვევაში შეგიძლია თავი შეიკავო არასწორი საქციელის ჩადენისგან.

  • როგორ შევეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?
    გამოიღვიძეთ! — 2007 | თებერვალი
    • ახალგაზრდების შეკითხვები

      როგორ შევეწინააღმდეგო ჰომოსექსუალიზმისკენ მიდრეკილებას?

      „12 წლის ვიყავი, როცა სკოლაში ერთი გოგონა მომეწონა. მტანჯავდა იმაზე ფიქრი, რომ შეიძლებოდა ლესბოსელი ვყოფილიყავი“ (ანაa).

      „მოზარდობის დროს ვგრძნობდი, რომ მამაკაცები მიზიდავდა. გულის სიღრმეში ვხვდებოდი, რომ ეს არაბუნებრივი გრძნობა იყო“ (ოლეფი).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება