საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • განაგრძეთ სულიერი წინსვლა!
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • განვიხილოთ მოწმის, სახელად ანტონის, შემთხვევა. ანტონი ძალიან ახალგაზრდა იყო, როდესაც მოინათლა. „დედმამიშვილებიდან პირველი მე მოვინათლე, — ყვება ის, — მონათვლის შემდეგ დედამ გულში ჩამიხუტა. უფრო ბედნიერი ის არასოდეს მინახავს. ირგვლივ დიდი სიხარული სუფევდა, ხოლო მე საკუთარი თავი საკმაოდ ძლიერი მეგონა“. მაგრამ ამ სურათს მეორე მხარეც ჰქონდა. „გარკვეული დროის განმავლობაში კრებაში არც ერთი ახალგაზრდა არ მონათლულა, — განაგრძობს ანტონი. — ამიტომ თავი მომქონდა. სიამაყე ჩემს კომენტარებსა და მოხსენებებშიც ჩანდა. ადამიანების მხრიდან შექებისა და მოწონების სიტყვები ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე იეჰოვას განდიდება. ნამდვილად არ მქონდა იეჰოვასთან ახლო ურთიერობა“.

      ანტონის მსგავსად, ზოგი ღმერთს თავს უძღვნის იმის გამო, რომ სხვებს ასიამოვნოს და არა ღმერთს. ასეთ შემთხვევებშიც კი ღმერთი მათგან მოელის, რომ თავიანთი აღთქმის თანახმად მისი მსახურები იქნებიან (შეადარეთ ეკლესიასტე 5:3). მაგრამ ღვთისადმი სიყვარულის გარეშე ამის გაკეთება ხშირად რთულია. ანტონი იხსენებს: „მონათვლით განცდილი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა. მონათვლიდან ერთი წელიც კი არ იყო გასული, რომ სერიოზული დანაშაული ჩავიდინე, რის გამოც კრების უხუცესებმა მამხილეს. ცუდი საქციელის არაერთხელ ჩადენამ კრებიდან გარიცხვამდე მიმიყვანა. იეჰოავასადმი თავის მიძღვნიდან ექვსი წლის შემდეგ მკვლელობისთვის დამაპატიმრეს“.

  • განაგრძეთ სულიერი წინსვლა!
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ოქტომბერი
    • როგორ წარიმართა ანტონის საქმე? „გავიხსენე დრო, როდესაც იეჰოვას ნების შესრულებასთან დაკავშირებით უამრავი სულიერი მიზანი მქონდა, — იხსენებს ის. — ეს მოგონება მტკივნეული იყო. მაგრამ ტკივილმა და გულგატეხილობამ იეჰოვას სიყვარული გამახსენა. გარკვეული დრო დამჭირდა, რომ იეჰოვასადმი ლოცვა შემძლებოდა, მაგრამ მაინც შევძელი ეს — იეჰოვას გული გადავუშალე და პატიება ვთხოვე. დავიწყე ბიბლიის კითხვაც და გამაოცა იმ ფაქტმა, რომ ბევრი რამ დამვიწყებია და, სინამდვილეში, იეჰოვას შესახებ ძალიან ცოტა რამ ვიცოდი“. მიუხედავად იმისა, რომ ანტონი ჯერ კიდევ იხდის სასჯელს ჩადენილი ბოროტმოქმედებისთვის, ადგილობრივი მოწმეები ეხმარებიან და სულიერ გამოჯანსაღებაში ხელს უწყობენ. სასიამოვნოა იმის მოსმენა, რასაც ანტონი ამბობს: „მადლობა იეჰოვასა და მის ორგანიზაციას. მე შევძელი გამეძრო ძველი პიროვნება და დღითი დღე შევმოსილიყავი ახლით. ახლა იეჰოვასთან ურთიერთობა ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება