საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • ესტონეთი.

      ჰელგი, ჩვიდმეტი წლის სტუდენტი, რომლის მშობლებიც განქორწინებულები არიან, ცალკე ცხოვრობდა. მან ინტერესი გამოავლინა ჭეშმარიტებისადმი და ბიბლიის შესწავლა დაიწყო. თავიდან ის კრების ყველა შეხვედრას ვერ ესწრებოდა, რადგან ანსამბლში მღეროდა. თანდათანობით ჰელგიმ შეიყვარა ჭეშმარიტება და ცხოვრების შეცვლა დაიწყო. მან აუხსნა ანსამბლის წევრებს, თუ რატომ ვერ იმღერებდა მათთან ერთად იმ საღამოს, როცა კრების შეხვედრა ჰქონდა. ჰელგი ჩაეწერა თეოკრატიული მსახურების სკოლაში და მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. მან მონაწილეობა მიიღო მუსიკალურ კონკურსში, რომლის ფინალისტსაც ცნობილი ხმისჩამწერი სტუდია კონტრაქტს გაუფორმებდა. ჟიურის მოწონება მხოლოდ რამდენიმემ დაიმსახურა, მათ შორის ჰელგიმ, რომელიც მეორე ტურში გავიდა. მაგრამ ტური სწორედ იმ საღამოს ტარდებოდა, როცა ჰელგის პირველი დავალება ჰქონდა თეოკრატიული მსახურების სკოლაში. როგორ მოიქცა ის? დედამისმა, რომელიც იეჰოვას მოწმე არ არის, ურჩია, რომ უარი ეთქვა დავალებაზე ან გადაეცვალა ის. ჰელგიმ თქვა, რომ მთავარი დავალების შესრულება კი არ იყო, არამედ რას დააყენებდა პირველ ადგილზე — სულიერს თუ ფიზიკურს. ფიქრის შემდეგ მან გადაწყვიტა, კრებაზე წასულიყო და არა სიმღერის კონკურსზე. ჰელგიმ შეას რულა თავისი დავალება და დედამისმა პატივი სცა მის არჩევანს.

      ერთი ტელერეპორტიორი ესწრებოდა საოლქო კონგრესს დევიზით „მიჰყევით ქრისტეს!“, რათა რეპორტაჟი მოემზადებინა კონგრესის პროგრამასა და ნათლობაზე. მან გადაიღო ჰელგის ნათლობა და ინტერვიუ აიღო მისგან. იმ საღამოს ახალი ამბების მთავარი თემა ჰელგის ნათლობა იყო. რეპორტაჟში ნაჩვენები იყო კადრები სიმღერის კონკურსის პირველი ეტაპიდან, სადაც ჰელგი მღეროდა, შემდეგ მისი ნათლობა და ინტერვიუ, რომელშიც სახეგაბრწყინებული ჰელგი ამბობდა: „ეს საუკეთესო არჩევანია ჩემს ცხოვრებაში“.

  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2008
    • [სურათი 58 გვერდზე]

      ჰელგი (მარჯვნივ) თეოკრატიული მსახურების სკოლაში დავალებით გამოდის

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება