საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • შვეიცარიის ფილიალმა იუგოსლავიაში 20 გამოცდილი პიონერი გაგზავნა. მათ შორის იყვნენ: მარტინ პოეტზინგერი, ალფრედ შმიტი, ვინკო და ჟოზეფინა პლატაისები, ვილი და ელისაბეტ ვილკები. მართალია, მათ არც სლოვენური იცოდნენ, არც სერბული, არც ხორვატული, მაგრამ ეს გულმოდგინე პიონერები სამქადაგებლო ბარათებით მაინც გაბედულად ქადაგებდნენ, და ჭეშმარიტებაც ვრცელდებოდა.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ერთხელ, როდესაც ხორვატიის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში ქადაგებდა, ვილი ვილკს სოფლის სკვერიდან ხალხის ღრიალის ხმა შემოესმა. ის და მისი ცოლი კიდევ ერთ პიონერთან, გრატ შტაუდინგერთან ერთად იქ მყოფ ხალხს სთავაზობდნენ ბროშურას სახელწოდებით „სამართლიანი მმართველი“, რომლის პირველ გვერდზეც იესო ქრისტე ეხატა. ვილი იხსენებს: „თავზარი დამეცა, როცა ჩემი ცოლი ნამგლებით შეიარაღებულ, გახელებულ ბრბოს შუაგულში დავინახე. იქვე ახლოს ბროშურებიც იწვოდა“.

      პიონერები ვერ მიხვდენენ ამ უბრალო ხალხის გახელების მიზეზს; და ვილკიმაც ისე არ იცოდა ხორვატული, რომ საქმის ვითარება გაერკვია. სამაგიეროდ, გრატ შტაუდინგერმა იცოდა გერმანულიც და ადგილობრივი ენებიც. მივარდა იგი ბრბოსთან და შეჰყვირა:

      — ქალბატონებო და ბატონებო, ამას რას შვრებით?!

      — ჩვენ არ გვჭირდება მეფე პეტრე! — ერთხმად წამოიძახეს.

      — არც ჩვენ, — უპასუხა გრატმა.

      გაოცებულმა ხალხმა სურათისკენ გაიშვირა ხელი და ჰკითხა:

      — მაშ, რატომღა უწევთ მას პროპაგანდას?!

      მაშინღა მიხვდა გრატი, რა იყო მათი გაშმაგების მიზეზი. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე, 1934 წელს, მოკლეს იუგოსლავიის მეფე ალექსანდრე I, რომლის ნაცვლად მისი ვაჟი პეტრე უნდა გამეფებულიყო. მაგრამ იმ სოფლის მოსახლეობას ავტონომია უნდოდა და არა სერბი მონარქის მეფობა; ბროშურაზე გამოსახული იესო მათ სწორედ მეფე პეტრე ეგონათ.

      მხოლოდ მას შემდეგ გაირკვა ყველაფერი, რაც მოწმეებმა ხალხს ზეციერი მეფის, იესო ქრისტეს შესახებ უქადაგეს. ვინც ბროშურები დაწვა, მათ ახალი ბროშურები მოითხოვეს წასაკითხავად. პიონერებმა გახარებულებმა დატოვეს სოფელი, რადგან აშკარად დაინახეს იეჰოვას ძლიერი მკლავის ძალა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება