-
ვის აირჩევთ მეგობრებად?ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
-
-
3. რის მოსმენა უნდოდა ციდკიას იერემიასგან და როგორ მოიქცა წინასწარმეტყველი?
3 იერუსალიმის განადგურებამდე მეფე ციდკიამ არაერთხელ მიმართა იერემიას რჩევისთვის. რატომ? ის იმედოვნებდა, რომ იერემია დამაიმედებელ მომავალს უწინასწარმეტყველებდა მის სამეფოს. მას წინასწარმეტყველისგან იმის მოსმენა სურდა, რომ ღმერთი ჩაერეოდა მათ საქმეში და იუდას მტრებისგან დაიხსნიდა. მაცნეების მეშვეობით ციდკიამ სთხოვა იერემიას: „დაეკითხე ჩვენთვის იეჰოვას, რადგან გვეომება ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორი. იქნებ ადრინდელივით მოიმოქმედოს ჩვენთვის იეჰოვამ საოცარი საქმეები და გაგვეცალოს ნაბუქოდონოსორი“ (იერ. 21:2). მეფეს არ უნდოდა, რომ მიჰყოლოდა ღვთის მითითებას და დანებებოდა ბაბილონს. ერთმა სწავლულმა ციდკია შეადარა „პაციენტს, რომელიც კვლავ და კვლავ აკითხავს ექიმს, რათა მისგან რაიმე დამამშვიდებელი მოისმინოს, თუმცა, ამავე დროს, არ სურს გამოწერილი წამლების მიღება“. როგორ მოიქცა იერემია? მას შეეძლო ციდკიას გულის მოგება, თუ მეფეს ყურის მაამებელ ცნობას გადასცემდა. რატომ არ შეცვალა იერემიამ თავისი ცნობა და რატომ არ გაიიოლა ცხოვრება? იმიტომ, რომ იეჰოვას მისთვის ნაბრძანები ჰქონდა, გაეცხადებინა ცნობა იერუსალიმის დაპყრობის შესახებ (წაიკითხეთ იერემიას 32:1—5 ).
-
-
ვის აირჩევთ მეგობრებად?ღმერთი გველაპარაკება იერემიას მეშვეობით
-
-
იერემიას არ შეეძლო საერთოდ გაეწყვიტა ურთიერთობა ციდკიასთან, რადგან ურჩობის მიუხედავად, ის მაინც მეფე იყო. იერემია არ იყო ვალდებული, დათანხმებოდა მეფის მცდარ შეხედულებებს ან ეცადა მისი გულის მოგება. თუ ის მეფის თხოვნას შეასრულებდა, მეფე, ალბათ, უხვად დაასაჩუქრებდა მას. მაგრამ იერემია არ მოქცეულა ზეგავლენის ქვეშ და არ აჰყოლია იმის ცდუნებას, რომ მეფეს დაახლოებოდა. რატომ? იმიტომ, რომ მას გადაწყვეტილი ჰქონდა, იეჰოვას მითითებისამებრ ბოლომდე მტკიცე პოზიცია შეენარჩუნებინა.
-