საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • „მელოდეთ“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
    • ფაქტი, რომ მან საფუძვლიანად იცოდა იერუსალიმის ტოპოგრაფია და სამეფო კარზე მიმდინარე საქმეები, ნიშნავს, რომ იეჰოვას განაჩენებს ის შესაძლოა თვით დედაქალაქში აცხადებდა (იხილე სოფონია 1:8–11, აქ, სქოლიოები).

      3 ყურადღების ღირსია ფაქტი, რომ თავის კრიტიკაში, იუდას საერო ‘მთავრებისა’ (აზნაურების, ანუ ტომების მეთაურების) და ‘უფლისწულების’ წინააღმდეგ ღვთიური განაჩენების გამოცხადებისას, სოფონიას არასდროს უხსენიებია მეფეa (სოფონია 1:8; 3:3). ეს საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ახალგაზრდა მეფე იოშიაჰუმ უკვე გამოავლინა მისწრაფება წმინდა თაყვანისმცემლობისადმი, თუმცა არსებული მდგომარეობით გამოწვეული უკმაყოფილება, რომელიც სოფონიამ გამოთქვა, ნათელყოფს, რომ მეფეს ჯერ არ ჰქონდა დაწყებული რელიგიური რეფორმები. აქედან გამომდინარეობს აზრი, რომ სოფონია იუდაში იოშიაჰუს მეფობის დასაწყისში წინასწარმეტყველებდა, რომელიც მმართველობდა ძველი წელთაღრიცხვით 659–629 წლების განმავლობაში. ეჭვგარეშეა, სოფონიას აქტიურმა წინასწარმეტყველებამ უფრო ღრმად ჩაახედა ახალგაზრდა იოშიაჰუ იმ დროს იუდაში გაბატონებულ კერპთაყვანისმცემლობაში, ძალმომრეობასა და გახრწნილობაში და მოგვიანებით აღძრა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ზომების მისაღებად (მეორე ნეშტთა 34:1–3).

  • „მელოდეთ“
    საგუშაგო კოშკი — 1996 | 1 მარტი
    • 7. ‘უფლის დიდი დღის’ დადგომამდე რამდენი ხნით ადრე წინასწარმეტყველებდა სოფონია და რა სულიერ მდგომარეობაში იყო მრავალი იუდეველი?

      7 როგორც უკვე შევნიშნეთ, სოფონიას დროს გაბატონებული დამღუპველი რელიგიური მდგომარეობა მიუთითებს, რომ მოწმედ და წინასწარმეტყველად სოფონია მსახურობდა ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 648 წელს, სანამ მეფე იოშიაჰუ კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ ზომებს მიიღებდა (მეორე ნეშტთა 34:4, 5). ამრიგად, როგორც ჩანს, იუდას სამეფოზე ‘უფლის დიდი დღის’ დატყდომამდე, სოფონია, სულ მცირე, 40 წლით ადრე წინასწარმეტყველებდა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება