საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ისინი გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, მიჰყვნენ ღვთისმოსაწონ ცხოვრების გზას
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 იანვარი
    • დღის ბოლო მოხსენება იყო: „შემოქმედი — რა ვიცით მასზე და მის გზებზე“. მას შემდეგ, რაც მომხსენებელმა აღნიშნა, რომ მილიარდობით ადამიანი არ იცნობს შემოქმედს, თქვა: „ცხოვრების ნამდვილი აზრი დაკავშირებულია შემოქმედის, ჩვენი ღვთის, შემეცნებასთან; მისი თვისებების შესწავლასა და მისი გზების თანახმად მოქმედებასთან. . . არსებობს ფაქტები სამყაროსა და ჩვენს შესახებ, რომელთა საშუალებითაც შეგვიძლია დავეხმაროთ ადამიანებს, იწამონ შემოქმედი და იპოვონ მასთან დაკავშირებული სიცოცხლის აზრი“. შემდეგ მომხსენებელმა მოიყვანა მტკიცებები, რომლებიც ბრძენი და მოსიყვარულე შემოქმედის არსებობაზე მიუთითებდა. მოხსენების კულმინაციური წერტილი იყო ახალი წიგნის „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ გამოცემის გამოცხადება.

  • ისინი გადაწყვეტილებით არიან აღსავსე, მიჰყვნენ ღვთისმოსაწონ ცხოვრების გზას
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 იანვარი
    • არსებობს მზრუნველი შემოქმედი?

      ახალი წიგნი, რომელიც ამ სათაურს ატარებს, დამაჯერებელ მტკიცებებს წარმოგვიდგენს შემოქმედის, იეჰოვას, არსებობის შესახებ და გვაცნობს მის თვისებებს. ის ძირითადად განკუთვნილია მათთვის, ვისაც კარგი საერო განათლება აქვს მიღებული, მაგრამ არ სწამს ღმერთი. ეს 192-გვერდიანი წიგნი განამტკიცებს მათ რწმენასაც, ვისაც სწამს ღმერთი და მათ ღვთის თვისებებისა და მისი გზების გამო მადლიერების გრძნობას უღრმავებს.

      წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ მკითხველს თავს არ ახვევს ღვთისადმი რწმენას. მასში მოთხრობილია, თუ როგორ ადასტურებს ახალი მეცნიერული აღმოჩენები და კონცეფციები შემოქმედის არსებობას. წიგნში განხილულია შემდეგი საკითხები: „რა შემატებს თქვენს ცხოვრებას აზრს?“, „როგორ გაჩნდა სამყარო — აზრთა სხვაობა“, „რამდენად უნიკალურია ადამიანი!“ და სხვა. წიგნში ისიცაა განხილული, თუ რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბიბლია ღვთის მიერაა შთაგონებული. მასში მოცემულია ბიბლიის ზოგადი მიმოხილვა, სადაც ნაჩვენებია შემოქმედის თვისებები და გზები. წიგნში არა მარტო იმაზეა საუბარი, თუ რატომ უშვებს ღმერთი ამდენ ტანჯვა-წამებას, არამედ ახსნილია, თუ როგორ მოისპობა ის სამუდამოდ.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება