ახლოვდება 1998 წლის კონგრესი — „ღვთისმოსაწონი ცხოვრების გზა“
მხოლოდ ჩვენი ფილიალის ტერიტორიაზე მაისიდან სექტემბრის ჩათვლით 40 კონგრესია დაგეგმილი. ალბათ, ამ სამდღიანი შეხვედრებიდან ერთი თქვენს ახლო-მახლო ჩატარდება. თითქმის ყველგან პროგრამა ყოველ დღეს — პარასკევიდან კვირის ჩათვლით — დაიწყება მუსიკით 9:30 სთ.-ზე.
პარასკევს დილის პროგრამაში წარმოდგენილი იქნება დედამიწის სხვადასხვა კუთხეში სამეფოს შესახებ ცნობის ქადაგებაში მიღწეული წარმატებების ანგარიშები. და კონგრესის თემას ხაზი გაესმება წამყვან მოხსენებაში „ქრისტეს მსხვერპლი — ხსნისთვის ღვთის მიერ არჩეული გზა“.
ნაშუადღევს მოხსენებათა სერიაში „მშობლებო, ღვთისმოსაწონ გზაზე დააყენეთ შვილები“ მოცემული იქნება რჩევები იმის შესახებ, თუ როგორ აღვძრათ ახალგაზრდები, უყვარდეთ იეჰოვა და ემსახურონ მას. ნაშუადღევის პროგრამა დასრულდება მოხსენებით „არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდეგ?“.
შაბათ დილის პროგრამა იეჰოვას მოწმეების მიერ მოწაფეების მომზადების საქმიანობას წარმოგვიდგენს სამ თანამიმდევრულ ნაწილში: „დავეხმაროთ ხალხს, დაადგნენ ღვთისმოსაწონ გზას“, „ეძებეთ შესაძლებლობები ხალხთან სასაუბროდ“, „ვასწავლოთ მოწაფეებს ყოველივე, რაც ქრისტემ გვამცნო“. დილის პროგრამის დასასრულს ახალ მოწაფეებს მონათვლის საშუალება მიეცემათ.
შაბათს ნაშუადღევის შესავალი მოხსენება „ვიმსახუროთ მარადიული სიცოცხლის იმედით“ აღგვძრავს, ლოცვით ავწონ-დავწონოთ ღვთისადმი მსახურებაში ჩვენი მოტივები. მოხსენებებში: «დავაფასოთ „ძღვენი ადამიანების სახით“, რომლებიც ღვთისმოსაწონ გზას ასწავლიან» და „მიატოვეთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა და შეიმოსეთ ახლით“, — განხილული იქნება ეფესელთა მე-4 თავის თითოეული მუხლი. შემდეგ, მოხსენებაში „შეურყვნელად დაიცავით თავი წუთისოფლისგან“ და სამ-ნაწილიან მოხსენებათა სერიაში „ახალგაზრდებო, მიჰყევით ღვთისმოსაწონ გზას“ მოგვეცემა შესანიშნავი ბიბლიური შეხსენებები. ნაშუადღევის პროგრამას დაასრულებს მოხსენება „შემოქმედი — რა თვისებები აქვს და როგორ მოქმედებს“.
კვირა დილის პროგრამა წარმოგვიდგენს მოხსენებათა სერიის სამ ნაწილს, რომლებშიც განხილულ იქნება ბიბლიური წიგნის, „ეზეკიელის“, ბოლო თავები და ის, თუ როგორ გამოიყენება ამ თავებში მოცემული წინასწარმეტყველებები. დილის პროგრამის დასასრულს იქნება სამი ებრაელი ახალგაზრდის ერთგულებაზე დაფუძნებული კოსტიუმირებული დრამა. ნაშუადღევს კონგრესის ღირსშესანიშნავი პუნქტი არის საჯარო მოხსენება „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ერთადერთი გზა“.
უეჭველია, სამივე დღის განმავლობაში კონგრესზე დასწრებით სულიერად გამდიდრდებით. გულითადად გიწვევთ, დაესწროთ კონგრესის ყველა ნაწილს რა თქმა უნდა, უფასოდ. იმისათვის, რომ დააზუსტოთ, რომელი კონგრესი ჩატარდება თქვენს ახლო-მახლო, დაუკავშირდით ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.