საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • იეჰოვას მოწმეთა 2000 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“
    სამეფო მსახურება — 1999 | დეკემბერი
    • იეჰოვას მოწმეთა 2000 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“

      1 „მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას“ (ფსალმ. 34:18). წარმოიდგინეთ, როგორი აღფრთოვანებული იქნებოდა დღეს დავითი, ჩვენს კონგრესებზე ღვთიური სწავლების მისაღებად მშვიდობიანად შეკრებილი ათასობით ადამიანი რომ ენახა! იყავით თუ არა იმ ათასობით ადამიანს შორის, რომლებიც დაესწრნენ საოლქო კონგრესს „ღვთის წინასწარმეტყველური სიტყვა“? 1999 წლის ივნისის ბოლოდან დაწყებული ოქტომბრის დასაწყისის ჩათვლით ბელორუსიის, რუსეთის ფედერაციის, საქართველოს, ყაზახეთისა და ყირგიზეთის 50 ქალაქში მთლიანობაში 56 საოლქო კონგრესი ჩატარდა. 2000 წლისთვის დაგეგმილი ჩვენი საოლქო კონგრესები ახალ შესაძლებლობას მოგვცემს, შევიკრიბოთ იეჰოვას იმ განმადიდებლებთან ერთად, რომლებსაც ‘შეგნებული აქვთ თავიანთი სულიერი მოთხოვნილებები’ და მოხარული და მოწყურებული არიან ‘მოისმინონ, რას ეუბნება სული ეკლესიებს’ (მათ. 5:3, აქ; გამოცხ. 2:29).

  • იეჰოვას მოწმეთა 2000 წლის საოლქო კონგრესი „ღვთის სიტყვის შემსრულებლები“
    სამეფო მსახურება — 1999 | დეკემბერი
    • 8 დაგეგმეთ, რომ სამივე დღეს დაესწროთ. ცდილობს სატანა მოგაცდინოთ, რომ ყურადღება არ მიაქციოთ სულიერ საკითხებს? სამწუხაროდ, ბევრი ძმა და და თავიანთი ოჯახებით ხელიდან უშვებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სულიერი საზრდოს მიღების შესაძლებლობას. როგორ? იმით, რომ არ ესწრებიან საოლქო კონგრესის პარასკევი დღის პროგრამას. ზოგან შენიშნულ იქნა, რომ ბევრი ჩვენი ძმა ხელიდან უშვებს პარასკევი დღის პროგრამით გათვალისწინებული სულიერი დარიგების მიღებისა და ამ დღეს ძმებთან ურთიერთობის შესაძლებლობას.

      9 შეიძლება ზოგ ძმას არ ეხალისება, მივიდეს დამსაქმებელთან და გათავისუფლება სთხოვოს კონგრესზე დასასწრებად. გეხებათ ეს თქვენც? ლოცვით ხომ არ მიგემართათ იეჰოვასთვის ამ საკითხთან დაკავშირებით და გაბედულება მოგეკრიბათ, რომ თქვენი მდგომარეობა აუხსნათ დამსაქმებელს? გახსოვდეთ, რა კარგ შედეგს მიაღწია ნეემიამ, რომელიც მსგავს სიტუაციაში იმყოფებოდა (ნეემ. 2:1—6). გწამდეთ, რომ ჩვენი ზეციერი მამა მზად არის დაგეხმაროთ, და იცოდეთ, რომ, თუ სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებთ, ის უზრუნველგყოფთ ცხოვრებისთვის ყოველივე აუცილებლით (მათ. 6:32ბ, 33).

      10 რა გავლენას ახდენს თქვენზე კონგრესები? შეერთებული შტატების აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრებმა დამ მოგვწერა: «დიდი მადლობა 1999 წლის საოლქო კონგრესისთვის. იმ ძმებთან ურთიერთობა, რომლებსაც წელიწადში მხოლოდ ერთხელ ვხედავ, დიდ სიხარულს მანიჭებს. ჭეშმარიტება მოზარდობისას გავიგე, როცა ორსულად ვიყავი, და კვლავ ძლიერი სიყვარულის გრძნობით ვიხსენებ დროს, როცა მაუწყებელმა, რომელიც ბიბლიას მასწავლიდა, ჩემთვის პირველ კონგრესზე წამიყვანა. სამეფო სიმღერის „აურაცხელი ძმა“ შესრულების დროს იმ ღია სტადიონზე ღრუბლებს ავხედე და ავტირდი. „რაში ვჭირდები მე იეჰოვას, — ვკითხე საკუთარ თავს, — როცა ჩემს გარშემო ამდენი შესანიშნავი ადამიანია?“ იმ დღეს გადავწყვიტე, სრულად მემსახურა იეჰოვასთვის». რაოდენ გულის ამაჩუყებელია! უდავოა, მართლა სასიამოვნოა იეჰოვას წმინდა ხალხს შორის ყოფნა!

      11 უკანასკნელი დღეების ამ ბოლო პერიოდში ყოველწლიური საოლქო კონგრესები ისე გვჭირდება, როგორც არასდროს უწინ. იეჰოვამ ისინი იმისთვის გაითვალისწინა, რომ დაგვეხმაროს სულიერი ჯანმრთელობისა და გაწონასწორებულობის შენარჩუნებაში. ამიტომ აუცილებლად დაესწარით წლევანდელი საოლქო კონგრესის, „ღვთის სიტყვის შემსრულებლების“, სამივე დღეს. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? წინასწარ სთხოვეთ დამსაქმებელს გათავისუფლება, რომ მთელ კონგრესს დაესწროთ. თუ თქვენი სახსრები შეზღუდულია, ახლავე დაიწყეთ დასასწრებად საჭირო თანხის გადადება. დახმარება სთხოვეთ იეჰოვას, რომ ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ. თუ აკეთებთ ამას, შეგიძლიათ მოუთმენლად ელოდოთ ძმებთან და დებთან გულთბილ ურთიერთობასა და ჩვენი მოსიყვარულე მამისგან, იეჰოვასგან, საუკუნო სიცოცხლის სიტყვების მოსმენას (შეადარეთ იოანე 6:68).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება