-
ორაგულის ცურვის საოცარი სტილიგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
დაფიქრდით: ორაგული ძალით არ მიიკვლევს გზას წყლის ქაოსურ დინებაში. დინების საწინააღმდეგოდ ცურვის დროს ის ენერგიას ზოგავს პატარა მორევების ხარჯზე, რომლებიც ქვებთან, ტოტებთან თუ სხვა საგნებთან წყლის შეხებისას წარმოიქმნება. თევზი ისე მოძრაობს, რომ საგნების ორივე მხარეს წარმოქმნილ მორევებს შორის ახერხებს გაძრომას (იხილეთ სქემა). თევზების ზოგი ქარავანი გადასაადგილებლად იმ მორევებსაც იყენებს, რომლებსაც მათ წინ მცურავი თევზები წარმოქმნიან. ორაგულს საკუთარი სხეულით წარმოქმნილი ტურბულენტურობის გამოყენებაც შეუძლია.
მეცნიერებს იმედი აქვთ, რომ ორაგულის ცურვის სტილის მიბაძვით შეძლებენ მდორე წყლის დახმარებით ენერგიის გამომუშავებას. ტრადიციული ჰიდროელექტრული ხელსაწყოები ელექტროენერგიას გამოიმუშავებს წყლის ძალით, რომელიც საათში დაახლოებით 5 კვანძის (9,3 კმ/სთ) სიჩქარით ან უფრო სწრაფად მოძრაობს. ორაგულის ნიმუშის მიხედვით შექმნილი ხელსაწყო ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად მორევის შედეგად წარმოქმნილ ვიბრაციას იყენებს წყალში, რომელიც 2 კვანძის სიჩქარით მიედინება.a მაგრამ ეს ტექნოლოგია სირთულით ვერც კი გაუტოლდება ორაგულის უნარს. მიჩიგანის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორი მაიკლ ბერნიტსასი ამბობს: „ამ ეტაპზე ჩვენ თევზივით მოხერხებულები ვერ ვართ“.
-
-
ორაგულის ცურვის საოცარი სტილიგამოიღვიძეთ! — 2010 | დეკემბერი
-
-
a ეს საკმაოდ პერსპექტიული გამოგონებაა, რადგან დედამიწაზე წყალი უმეტესწილად 3 კვანძ სიჩქარეზე ნელა მიედინება.
-