-
„სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ სიხარულით იკრიბებიანსაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
-
-
მოხსენებაში „ახალგაზრდებო — იეჰოვას ორგანიზაციას დაუკავშირეთ თქვენი მომავალი“ დასმული იყო კითხვა: როგორ შეუძლია ახალგაზრდას, საუკეთესოდ გამოიყენოს ახალგაზრდობის წლები? ამას ვერ შეძლებს თუ ფულის, ქონებისა და პრესტიჟის მისაღწევად იღვაწებს. ჩვენი შემოქმედი სიყვარულით მოუწოდებს მათ, რომ არ დაივიწყონ თავისი გამჩენი სიჭაბუკის წლებში. მომხსენებელმა ინტერვიუ აიღო მათგან, ვინც ახალგაზრდობის წლებს ქრისტიანულ მსახურებაში ატარებს. მათი სიხარული ჩვენთვისაც არ დარჩენილა შეუმჩნეველი. რა სასარგებლო იყო ახალი ტრაქტატის „ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?“ მიღება, რომელიც ახალგაზრდა მოწმეებს დაეხმარება, თავიანთ მარადიულ მომავალს იეჰოვას ორგანიზაციაში ჩაუყარონ საფუძველი.
-
-
„სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები“ სიხარულით იკრიბებიანსაგუშაგო კოშკი — 2003 | 15 იანვარი
-
-
[ჩარჩო⁄სურათები 26 გვერდზე]
სულიერი ხელმძღვანელობა ახალგაზრდებისთვის
კონგრესის მესამე დღეს აღსანიშნავი იყო განცხადება სპეციალური ტრაქტატის გამოცემის შესახებ, სათაურით „ახალგაზრდებო, როგორ გამოიყენებთ ახალგაზრდობის წლებს?“. ტრაქტატი განკუთვნილია ახალგაზრდა მოწმეებისთვის, რათა მომავალთან დაკავშირებული სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაეხმაროს მათ. მასში მოცემულია ბიბლიური რჩევა ახალგაზრდებისთვის, რომ თავიანთ მარადიულ მომავალს იეჰოვასადმი მსახურებით ჩაუყარონ საფუძველი.
-