-
ვმსახურობდი ყველგან, სადაც კი საჭირო ვიყავისაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 თებერვალი
-
-
მისიონერული მსახურება
როდესაც საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიური სკოლა „გალაადის“ მეორე კლასში მიგვიწვიეს, ვიფიქრეთ, რომ შეცდომა დაუშვეს. რატომ უნდა მიეწვიათ ორი უბრალო ახალგაზრდა მისისიპელი ბიჭი ამ სკოლაში? გვეგონა, რომ მხოლოდ განათლებული ხალხი ესაჭიროებოდათ, მაგრამ მაინც წავედით. კლასში ასი სტუდენტი იყო. სწავლების კურსი, რომელიც ხუთი თვე გაგრძელდა, 1944 წლის 31 იანვარს დავამთავრეთ. მართალია, ძალზე მოწადინებული ვიყავით, გვემსახურა უცხო ტერიტორიაზე, მაგრამ იმის გამო, რომ პასპორტისა და ვიზის მიღებას დიდი დრო მიჰქონდა იმ პერიოდში, დროებით ისევ შეერთებულ შტატებში დაგვნიშნეს. ბოლოს, ალაბამასა და ჯორჯიაში პიონერებად მსახურების შემდეგ, მე და ბენეტმა ახალი დანიშნულება — ბარბადოსში მსახურება (ვესტინდოეთი) — მივიღეთ.
ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული მეორე მსოფლიო ომი. იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა და ლიტერატურა ბარბადოსის ჩათვლით ბევრ ქვეყანაში აკრძალეს. საბაჟოს მოხელეებმა ბარგი შეგვიმოწმეს და დამალული ლიტერატურა აღმოაჩინეს. ვიფიქრეთ, ჩვენს მსახურებას აქ დაესმებოდა წერტილი. მაგრამ ერთმა მოხელემ სასხვათაშორისოდ გვითხრა: „გვაპატიეთ, უნდა გაგვეჩხრიკა თქვენი ბარგი; აქ აღმოჩენილი ლიტერატურიდან ზოგი აკრძალულია ბარბადოსში“. მიუხედავად ამისა, მაინც დაგვრთო ჩვენივე ლიტერატურიანად ქვეყანაში შესვლის ნება. შემდეგ, როდესაც მთავრობის წარმომადგენლებს ვუქადაგეთ, მათ გაუკვირდათ, რატომ აიკრძალა ლიტერატურა. რამდენიმე თვის შემდეგ აკრძალვა მოხსნეს.
ბარბადოსში მსახურებისას დიდ წარმატებებს მივაღწიეთ. თითოეული ჩვენგანი ბიბლიის, სულ ცოტა, 15 შესწავლას ატარებდა და შემსწავლელთა უმეტესობა სულიერად წინ მიიწევდა. გვიხაროდა, როდესაც ზოგიერთს კრების შეხვედრებზე ვხედავდით. შეინიშნებოდა, რომ ძმებს, გარკვეული დროის განმავლობაში ლიტერატურის აკრძალვის გამო, კრების შეხვედრების ჩასატარებლად არასაკმარისი ცოდნა ჰქონდათ. ამიტომ ხანმოკლე დროში რამდენიმე უნარიანი ძმის მომზადება შევძელით. გვსიამოვნებდა, როგორც მსახურების დასაწყებად ბიბლიის შემსწავლელთათვის დახმარების გაწევა, ისე იმის ხილვა, თუ როგორ იზრდებოდა კრება.
-
-
ვმსახურობდი ყველგან, სადაც კი საჭირო ვიყავისაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 თებერვალი
-
-
ჩემი ძმა ბენეტი მრავალი წლის განმავლობაში ბარბადოსში განაგრძობდა მსახურებას. მოგვიანებით თანამისიონერზე დაქორწინდა და კუნძულებზე მიმომსვლელ ზედამხედველად დაინიშნა. ბოლოს, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, შეერთებულ შტატებში მოუხდათ დაბრუნება,
-