საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ბარბადოსი.

      89 წლის და ბარკერს ძალიან უნდოდა, ბიბლიის შესწავლა ჰქონოდა. სუსტი ჯანმრთელობის გამო კარდაკარ ვერ ქადაგებდა, ამიტომ გადაწყვიტა, ტელეფონით ექადაგა; მაგრამ ბიბლიის შესწავლა ვერავისთან დაიწყო. ერთხელ კრების შეხვედრაზე მოსმენილმა აღძრა, რომ ბიბლიის შესწავლის დასაწყებად დახმარება იეჰოვასთვის ეთხოვა. რამდენიმე დღის შემდეგ ბიბლია და ჟურნალებმომარჯვებული ქუჩაში, თავისი სახლის წინ, გავიდა და გადაწყვიტა, ნებისმიერი გამვლელისთვის ექადაგა, მიუხედავად იმისა, რომ მის ქუჩაზე არც ისე ბევრი ხალხი დადიოდა. მან ჟურნალები სამსახურიდან შინ მიმავალ კაცს მისცა. ერთი კვირის შემდეგ თავისი სახლის წინ ისევ შეხვდა ამ კაცს. მოსაუბრეს არ დაუმალავს, რომ ძალიან მოეწონა ჟურნალები, ამიტომ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“ აიღო და დას ბიბლიის შესწავლაზეც დასთანხმდა. ბარკერის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა; ბიბლიის შესწავლა პირველად 2008 წლის მარტის ბოლოს ჩაატარეს. ეს კაცი თურმე და ბარკერის მეზობლად ცხოვრობდა. შესწავლის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში მან კრების შეხვედრებზე დასწრება დაიწყო. და ბარკერმა თქვა: „ვიცოდი, რომ იეჰოვა ლოცვების მომსმენი ღმერთია, მაგრამ არ მეგონა, ასე მალე თუ მიპასუხებდა!“

  • ქადაგება და მოწაფეების მომზადება მთელ მსოფლიოში
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათი 50 გვერდზე]

      და ბარკერი გამვლელების მოლოდინში

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება