საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ბარნაბა — ‘ნუგეშისცემის ძე’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აპრილი
    • ტარსუსელი სავლე (მომავალში პავლე მოციქული) ახ. წ. დაახლოებით 36 წელს, როდესაც უკვე ქრისტიანი იყო, ცდილობდა, დაკავშირებოდა იერუსალიმის კრებას, „მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, თუ მოწაფე იყო იგი“. როგორ შეეძლო მას დაერწმუნებინა კრება, რომ ის ნამდვილად შეიცვალა და ფანდს არ მიმართავდა მომავალში კრების დასარბევად? ‘ბარნაბა მივიდა მასთან დასახმარებლად და წაიყვანა მოციქულებთან’ (საქმეები 9:26, 27, აქ; გალატელთა 1:13, 18, 19).

      თუ რატომ ენდო ბარნაბა სავლეს არ არის მოხსენიებული. რაც არ უნდა ყოფილიყო, ‘ნუგეშისცემის ძემ’ გაამართლა შერქმეული სახელი, როცა მოუსმინა სავლეს და დაეხმარა მას გამოსულიყო, ერთი შეხედვით, უიმედო, მძიმე მდგომარეობიდან. თუმცა, სავლე მშობლიურ ტარსუსში დაბრუნდა, ისინი მაინც დამეგობრდნენ. შემდგომ წლებში ამას მნიშვნელოვანი შედეგი ექნებოდა (საქმეები 9:30).

  • ბარნაბა — ‘ნუგეშისცემის ძე’
    საგუშაგო კოშკი — 1998 | 15 აპრილი
    • ბარნაბა ფიქრობდა სავლეზე. ადვილად შესაძლებელია, რომ მან იცოდა ის წინასწარმეტყველური გამოცხადება, რომელიც ანანიას ჰქონდა სავლეს მოქცევის დროს, რომ ყოფილი მდევნელი იქნა ‘რჩეული ჭურჭელი იესოს სახელის სატარებლად წარმართთა წინაშე’ (საქმეები 9:15). ასე რომ, ბარნაბა დაადგა ტარსუსისკენ მიმავალ დაახლოებით 200 კილომეტრიან გზას, რომ მოენახა სავლე. ეს ორი მსახურობდა ერთად, ერთმანეთის თანამშრომლები იყვნენ მთელი წლის განმავლობაში და სწორედ მაშინ „პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები“ (საქმეები 11:25, 26).

      კლავდიუსის მმართველობის დროს საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. იუდეველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, თანახმად, იერუსალიმში „ბევრი დაიხოცა იმის უკმარისობის გამო, რაც საკვების შოვნისთვის იყო აუცილებელი“. ამიტომ მოწაფეებმა ანტიოქიაში „გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით“. დავალების შესრულების შემდეგ ორივენი, გამობრუნდნენ იერუსალიმიდან და თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული ანტიოქიაში, სადაც კრებაში წინასწარმეტყველთა და მასწავლებელთა შორის ითვლებოდნენ (საქმეები 11:29, 30; 12:25; 13:1).

      განსაკუთრებული მისიონერული დანიშნულება

      შემდეგ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. «ისინი რომ უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, სულიწმიდამ უთხრა: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე“ ». წარმოიდგინე! იეჰოვას სულმა ბრძანა, რომ ამ ორს მისცემოდა განსაკუთრებული დანიშნულება. „ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე“. ბარნაბას, მართლაცდა, მართებულად ეწოდა მოციქული, ანუ წარგზავნილი (საქმეები 13:2, 4; 14:14).

      კვიპროსზე მოგზაურობისა და სერგის-პავლეს, რომის პროვინციის ერთ-ერთი კუნძულის მმართველის, მოქცევის შემდეგ, პერგეს გაემგზავრნენ, მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროსკენ, სადაც იოანემ, მარკოზად წოდებულმა, მიატოვა ისინი და იერუსალიმში დაბრუნდა (საქმეები 13:13). როგორც ჩანს, მანამდე ბარნაბა ხელმძღვანელობდა, როგორც მათ შორის უფრო გამოცდილი. ამის შემდეგ კი, სავლე (რომელსაც უკვე პავლედ მოიხსენიებდნენ) ღებულობს ხელმძღვანელობას (შეადარეთ საქმეები 13:7, 13, 16; 15:2). განაწყენდა ამის გამო ბარნაბა? არა, ის მოწიფული ქრისტიანი იყო, რომელსაც თავმდაბლობით ესმოდა, რომ იეჰოვა მის პარტნიორს დიდი საქმეებისთვის იყენებდა. იეჰოვას სურდა, რომ მათი მეშვეობით სხვა ტერიტორიებზეც გაეგო ხალხს კეთილი ცნობა.

      სანამ პავლესა და ბარნაბას პისიდიის ანტიოქიიდან გააძევებდნენ, მთელმა მხარემ მოისმინა მათგან ღვთის სიტყვა და ბევრმაც მიიღო (საქმეები 13:43, 48–52). იკონიაში „უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა“. ამის გამო პავლე და ბარნაბა კარგა ხნით დარჩნენ იქ, „გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და სასწაულებს“. როდესაც გაიგეს, რომ მათ ჩასაქოლად შეთქმულება ეწყობოდა, ორივემ გონიერება გამოიჩინა, გაიქცნენ და მსახურება ლუკაონიის ქალაქებში, ლისტრასა და დერბეში განაგრძეს. ლისტრაში სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევის შემდეგ ორივე, ბარნაბა და პავლე, ‘ამხნევებდა მოწაფეთა სულებს და შეაგონებდა, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა’ (საქმეები 14:1–7, 19–22).

      ამ ორ ენერგიულ მქადაგებელს შიში არ აბრკოლებდა, პირიქით, იმ ადგილებში დაბრუნდნენ ახალი ქრისტიანების განსამტკიცებლად, სადაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საშინელი წინააღმდეგობა გადაიტანეს და, როგორც ჩანს, ეხმარებოდნენ გამოცდილ მამაკაცებს, გაძღოლოდნენ ახალ კრებებს.

      წინადაცვეთის საკითხი

      ახ. წ. 33 წლიდან დაახლოებით 16 წლის შემდეგ, წინადაცვეთასთან დაკავშირებულ ისტორიულ საკამათო საკითხში ბარნაბაც იყო ჩაბმული. „ჩამოვიდნენ [სირიის ანტიოქიაში] ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო“. ბარნაბამ და პავლემ გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო და ამ საკითხში არ დაეთანხმნენ მათ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უფლებების მტკიცება დაეწყოთ, მიხვდნენ, ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომელიც მთელი საძმოს სასიკეთოდ უნდა გადაწყვეტილიყო. ამიტომ მათ კითხვით მიმართეს ხელმძღვანელ საბჭოს იერუსალიმში, სადაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარა ძმებს საკამათო საკითხის გადაწყვეტაში. მას შემდეგ, პავლე და ბარნაბა, რომლებიც მოხსენიებული არიან „საყვარელ [ძმებად]. . . რომელთაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის“, იყვნენ მათ შორის, რომლებსაც დაევალათ, ანტიოქიის ძმებისთვის გადაეცათ გადაწყვეტილება. როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წერილი წაიკითხეს და ნათქვამიც გადასცეს, მთელმა კრებამ ‘გაიხარა ამ ნუგეშისცემით’ და „გამხნევდა“ (საქმეები 15:1, 2, 4, 25–32).

      „უთანხმოება“

      ამდენი ქების შემდეგ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ, ალბათ, ვერასოდეს მივბაძავთ ბარნაბას მაგალითს. მაგრამ ‘ნუგეშისცემის ძე’ ისეთივე არასრულყოფილი იყო, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. როდესაც ის და პავლე გეგმავდნენ მეორე მისიონერულ მოგზაურობას კრებების მოსანახულებლად მოხდა უთანხმოება. ბარნაბამ გადაწყვიტა, რომ თან წაეყვანათ თავისი დისშვილი, იოანე, მარკოზად წოდებული, მაგრამ პავლე არ ეთანხმებოდა, რადგან პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს, ის ჩამოსცილდა მათ. „აქედან ჩამოვარდა უთანხმოება, ასე რომ, ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გასცურეს კვიპროსამდე. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა“ სხვა მიმართულებით (საქმეები 15:36–40).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება