-
მოეღება სისასტიკეს ოდესმე ბოლო?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
-
-
სამაგიეროს გადახდა გამოსავალი არ არის. ეს მხოლოდ და მხოლოდ მეტ სისასტიკეს იწვევს. ბიბლია მოგვიწოდებს, მივენდოთ იეჰოვას, რომელიც დანიშნულ დროს ‘თითოეულს თავისი გზისამებრ და თავის საქმეთა ნაყოფისამებრ მიუზღავს’ (იერემია 17:10) (იხილეთ თანდართული ჩარჩო, „როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სისასტიკის მსხვერპლი გახდით“). თქვენ შესაძლოა ძალიან იტანჯებით იმის გამო, რომ სისასტიკის მსხვერპლი ხართ (ეკლესიასტე 9:11). მაგრამ ღმერთს შეუძლია სისასტიკის ნებისმიერი შედეგი აღმოფხვრას, თვით სიკვდილიც კი. ღმერთი გვპირდება, რომ ისინი, ვინც სისასტიკეს შეეწირნენ და მის მეხსიერებაში არიან, მკვდრეთით აღდგებიან (იოანე 5:28, 29).
-
-
მოეღება სისასტიკეს ოდესმე ბოლო?საგუშაგო კოშკი — 2007 | 15 აპრილი
-
-
[ჩარჩო 6 გვერდზე]
„როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სისასტიკის მსხვერპლი გახდით“
ღვთის სიტყვაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, როცა სისასტიკის მსხვერპლი ხდება. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ გამოიყენოთ ქვემოთ მოცემული ბრძნული რჩევები:
„ნუ იტყვი: ბოროტებისთვის სამაგიეროს გადავუხდიო. იეჰოვას იმედი გქონდეს და ის გადაგარჩენს“ (იგავები 20:22).
„თუ ხედავ, რომ . . . ღარიბებს ჩაგრავენ და ძალით ართმევენ სამართლიანობასა და სიმართლეს, ნუ გაგაოცებს ეს, რადგან მაღალზე უფრო მაღლა მდგომი უყურებს ამას“ (ეკლესიასტე 5:8).
„ბედნიერნი არიან რბილი ხასიათისანი, რადგან ისინი დაიმკვიდრებენ დედამიწას“ (მათე 5:5).
„ამიტომ ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“ (მათე 7:12).
«ნურავის გადაუხდით სამაგიეროს. ის აკეთეთ, რაც ყველას თვალში კარგი იქნება. რამდენადაც თქვენი მხრივ შესაძლებელია, მშვიდობიანად იყავით ყველასთან. ნუ იძიებთ შურს, საყვარლებო, არამედ ადგილი მიეცით ღვთის რისხვას, რადგან დაწერილია: „ჩემია შურისძიება, მე მივუზღავ, — ამბობს იეჰოვა“» (რომაელები 12:17—19).
„ქრისტეც ხომ თქვენთვის ეტანჯა და მაგალითიც დაგიტოვათ, რომ ერთგულად მიჰყვეთ მის ნაკვალევს . . . როცა ლანძღავდნენ, ლანძღვით არ პასუხობდა, და როცა იტანჯებოდა, არ იმუქრებოდა, არამედ იმას ჩააბარა თავი, ვინც სიმართლით ასამართლებს“ (1 პეტრე 2:21—23).
-