საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • ჰერცეგნოვიში რამდენიმეკაციანი ჯგუფი წიგნის შესწავლას და „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას ატარებდა. 1992 წლისთვის ამ ჯგუფში უკვე 15 წევრი იყო». სავომ, მისმა ცოლმა და გოგონამ სულიერი წინსვლა განიცადეს და 1993 წელს მოინათლნენ. დღეს ამ სანაპირო ქალაქში ერთი სამეფო დარბაზია, სადაც 25 მაუწყებელი იკრიბება.

      90-იანი წლების დასაწყისში მონტენეგროს დედაქალაქში, პოდგორიცაში, მაუწყებელთა პატარა ჯგუფი იყო. ეს ჯგუფი ნელ-ნელა გაიზარდა და 1997 წელს სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის შეძენა გახდა საჭირო. იმ მიწის ნაკვეთს, რომელიც ძმებმა იყიდეს, ერთ მხარეს კედელი ჰქონდა ამოშენებული. ძმებმა გადაწყვიტეს, რომ სიმყუდროვის შესანარჩუნებლად კედელი არ დაენგრიათ. მაგრამ კედლის იქით ერთი პოლიციელი ცხოვრობდა, რომელმაც ძმებს კედლის დანგრევა სთხოვა, რადგან მის სახლს აბნელებდა. ძმებმა კედელი დაანგრიეს და მის ნაცვლად ღობე გააკეთეს, რითაც კარგ მეზობლურ ურთიერთობას ჩაუყარეს საფუძველი.

      როდესაც სხვა მეზობლებმა ძმებს პრობლემები შეუქმნეს, იმ პოლიციელმა გააფრთხილა მეზობლები, რომ, თუ სამეფო დარბაზის გამო ძმებს შეავიწროებდნენ, სასამართლოში საქმეს აღძრავდა მათ წინააღმდეგ. დღეს იქ დგას ლამაზი სამეფო დარბაზი, სპეციალური პიონერების სახლი და გადახურული ავტოსადგომი, სადაც კონგრესის ჩატარებაც შეიძლება.

      სახარბიელო მდგომარეობა არც ქალაქ ნიკშიჩში იყო. 1996 წელს ძმებმა შეიძინეს მიწა, მაგრამ მეზობლები წინააღმდეგი იყვნენ, რომ იქ სამეფო დარბაზი აეშენებინათ. ძმები დღედაღამ იცავდნენ სამეფო დარბაზის ჯერ კიდევ დაუმთავრებელ შენობას. ერთ დღესაც ადგილობრივმა მღვდელმა 200 კაცი შეკრიბა, რომლებიც ცეცხლსასროლი იარაღითა და ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულნი. ისინი სამეფო დარბაზის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და ჰაერში დაიწყეს სროლა. სამეფო დარბაზი მთლიანად დაანგრიეს. იქვე იყო პოლიციაც, მაგრამ რეაგირება არ მოუხდენია.

      ძმებმა ახალი ნაკვეთის ძებნა დაიწყეს. ოთხი წლის შემდეგ იპოვეს ერთი შენობა, რომელიც გაარემონტეს და სამეფო დარბაზად გადააკეთეს. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ მეზობლებმა ჩუმად დაწვეს სამეფო დარბაზი. ძმებმა გული არ გაიტეხეს და დარბაზი ხელახლა ააშენეს. მას შემდეგ მდგომარეობა აღარ გამწვავებულა.

  • ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნები
    იეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2009
    • [სურათები 243 გვერდზე]

      ქადაგება პოდგორიცაში; პოდგორიცას სამეფო დარბაზი

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება