-
ინტერნეტი გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აგვისტო
-
-
გადავუგზავნო თუ არ გადავუგზავნო?
ინტერნეტის გამოყენებაში როგორც ინფორმაციის მიღება, ისე მისი გაგზავნაც შედის. მართალია, შეგვიძლია ინფორმაციის მიღება და გადაცემა, მაგრამ იმის პასუხისმგებლობაც გვაკისრია, დავრწმუნდეთ, რამდენად სწორი და ზნეობრივად სუფთაა ეს ინფორმაცია. შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელი ჩვენ მიერ გადაგზავნილი ინფორმაციის სისწორეზე? გვაქვს ამა თუ იმ ინფორმაციის გავრცელების უფლება?a არის ეს ინფორმაცია ღირებული და გამამხნევებელი? რატომ ვავრცელებთ ამ ინფორმაციას? უბრალოდ სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენა ხომ არ გვინდა?
ელ-ფოსტის გონივრულად გამოყენებას ბევრი სარგებლობა მოაქვს. მაგრამ მას აგრეთვე შეუძლია ინფორმაციით წაგვლეკოს. ზედმეტად ხომ არ ვტვირთავთ სხვებს უახლესი ამბებით ან უწყვეტ ნაკადად ხომ არ ვუგზავნით სხვადასხვა შემთხვევებს, რითაც მათ ძვირფას დროს ვართმევთ? სანამ გაგზავნის ღილაკზე დავაწკაპუნებთ, იქნებ ღირს, გამოვიკვლიოთ საკუთარი მოტივები? რას გვინდა სინამდვილეში მივაღწიოთ? ადამიანები, ჩვეულებრივ, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს წერილებს იმიტომ სწერენ, რომ მოუყვნენ, თუ რა ხდება მათ ცხოვრებაში. განა ელ-ფოსტის გამოყენების მიზანიც იგივე არ უნდა იყოს? რატომ უნდა გადავუგზავნოთ სხვებს შეუმოწმებელი ინფორმაცია?
-
-
ინტერნეტი გონივრულად გამოიყენეთ გლობალური ქსელისაგუშაგო კოშკი — 2011 | 15 აგვისტო
-
-
a იმავეს თქმა შეიძლება ფოტოებზეც. რა თქმა უნდა, შეგვიძლია გადავიღოთ სურათები, მაგრამ მათი გავრცელების უფლება არ გვაქვს. მით უმეტეს არ გვაქვს ამ სურათებზე აღბეჭდილი ადამიანების სახელებისა და მისამართების მითითების უფლება.
-