-
მიჰბაძეთ იეჰოვას და ისე აღზარდეთ შვილებისაგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
-
-
სასიამოვნო წუთებად აქციეთ ოჯახური შესწავლა
18. როგორ შეუძლიათ მშობლებს რეგულარული ოჯახური შესწავლისთვის დროის გამოყოფა?
18 შვილების დასამოძღვრავად ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ბიბლიის რეგულარული ოჯახური შესწავლა და საღვთო წერილის ყოველდღიურად განხილვაა. ოჯახური შესწავლა ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც რეგულარულად ტარდება. თუ ის შემთხვევითობაზე იქნება დამოკიდებული ან სპონტანურად და მოუმზადებლად დაიწყებთ, სხვა რომ აღარაფერი ვთქვათ, ალბათ, იშვიათად თუ შეძლებთ მის ნორმალურად ჩატარებას. ამიტომ მშობლებმა ‘დრო უნდა მოივაჭრონ’ შესწავლისთვის (ეფესელთა 5:15—17). ყველასთვის ხელსაყრელი კონკრეტული დროის შერჩევა შეიძლება რთული იყოს. ერთმა ოჯახისთავმა შენიშნა, რომ, როდესაც ბავშვები წამოიზარდნენ, მათმა განსხვავებულმა დღის განრიგმა უფრო გაართულა მთელი ოჯახის თავმოყრა. მაგრამ ოჯახის ყველა წევრი სახლში იყო ხოლმე იმ საღამოების დროს, როდესაც კრების შეხვედრები ტარდებოდა. ამიტომ მამამ გადაწყვიტა, ოჯახური შესწავლა ერთ-ერთ ასეთ საღამოს ჩაეტარებინათ. ასეთი მიდგომა ეფექტური აღმოჩნდა. მისი სამივე შვილი ახლა იეჰოვას მონათლული მსახურია.
19. როგორ შეუძლიათ მშობლებს იეჰოვას მიჰბაძონ ოჯახური შესწავლის ჩატარებისას?
19 მაგრამ შესწავლის დროს საღვთო წერილიდან, უბრალოდ, რაიმე მასალის განხილვა საკმარისი არ არის. იეჰოვა, გადასახლებიდან დაბრუნებულ ისრაელებს, მღვდლების მეშვეობით ასწავლიდა, რომლებიც „განმარტავდნენ“ ღვთის რჯულს და „ხალხსაც ესმოდა წაკითხული“ (ნეემია 8:8). ერთი მამა, რომელმაც წარმატებით ჩაუნერგა იეჰოვასადმი სიყვარული თავის შვიდივე შვილს, ოჯახური შესწავლის დაწყებამდე ყოველთვის განმარტოვდებოდა ხოლმე თავის ოთახში, რათა მასალა თითოეული ბავშვის საჭიროებისდა მიხედვით მოემზადებინა. მან შესწავლა სასიამოვნო წუთებად უქცია ბავშვებს. „შესწავლა ყოველთვის სასიამოვნო იყო, — იხსენებს მისი ერთ-ერთი უკვე მოზრდილი ვაჟი, — თუ ეზოში ბურთს ვთამაშობდით და ამ დროს ოჯახურ შესწავლაზე დასასწრებად დაგვიძახებდნენ, მაშინვე ვდებდით ბურთს და შინისაკენ გავრბოდით. ეს ერთ-ერთი საუკეთესო საღამო იყო კვირის განმავლობაში“.
-
-
როგორ შეგიძლიათ „უძღებ“ შვილს დაეხმაროთ?საგუშაგო კოშკი — 2001 | 1 ოქტომბერი
-
-
6, 7. როგორ შეუძლიათ მშობლებს, ბავშვებს ღვთის სიტყვის შეყვარებაში დაეხმარონ?
6 უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მშობლები თავიანთ შვილებს ღვთის სიტყვისადმი სიყვარულის განვითარებაში დაეხმარონ. მიუხედავად იმისა, რომ ერთი გოგონას ოჯახში რეგულარულად ტარდებოდა ოჯახური შესწავლა, მას დამნაშავეებთან ჰქონდა ურთიერთობა. ოჯახურ შესწავლასთან დაკავშირებით იგი იხსენებს: „როდესაც მამა შეკითხვებს სვამდა, პასუხებს, უბრალოდ, ნაჩქარევად ამოვიკითხავდი ხოლმე და მას არც კი ვუყურებდი თვალებში“. გონიერი მშობლები ოჯახურ შესწავლას, უბრალოდ, მასალის გავლის მიზნით კი არ ჩაატარებენ, არამედ სწავლების ხელოვნებას მიმართავენ (2 ტიმოთე 4:2). შესწავლა რომ მოზარდისთვისაც საინტერესო იყოს, ისიც ჩაბმული უნდა იყოს ამ შესწავლაში. დაუსვით სააზროვნო კითხვები და თვალსაზრისის გამოთქმის საშუალება მიეცით. წაახალისეთ მოზარდები, რომ განხილული მასალა ცხოვრებაში გამოიყენონa.
7 გარდა ამისა, ცოცხალი გახადეთ საღვთო წერილის განხილვა. როდესაც შესაფერისი იქნება, ბავშვებს ბიბლიური მოვლენები და დრამები გაათამაშებინეთ. დაეხმარეთ იმ მხარის ადგილმდებარეობისა და თავისებურებების წარმოდგენაში, სადაც თქვენ მიერ განსახილველი მოვლენები მოხდა. შეიძლება ამაში რუკებისა და ტაბულების გამოყენება დაგეხმაროთ. დიახ, ცოტა წარმოსახვის უნარი — და ოჯახური შესწავლა ცოცხალი და მრავალფეროვანი გახდება. მშობლებმა იეჰოვასთან თავიანთი ურთიერთობაც უნდა შეამოწმონ. თუკი ისინი თავად დაუახლოვდებიან იეჰოვას, შვილებსაც დაეხმარებიან მასთან დაახლოებაში (მეორე რჯული 6:5—7).
-