საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ღვთისადმი მსახურებაში გაერთიანებული დიდი ოჯახები
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 თებერვალი
    • ასე ხდება დასავლეთ აფრიკაში მცხოვრებ უვადიგვუს ოჯახში. თუმცა უვადიგვუსა და მის ცოლს რვა შვილი ჰყავთ, ორივე პიონერად მსახურობს, ანუ სრული დროით მომსახურე იეჰოვას მოწმეები არიან. ის ამბობს: „ოც წელზე მეტია, რაც რეგულარულად ვატარებთ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას. ბავშვობიდანვე ვასწავლიდით შვილებს ღვთის სიტყვას არა მარტო ოჯახური შესწავლისას, არამედ მსახურებისასაც და სხვა დროსაც. ერთის გარდა, რომელიც ექვსი წლისაა, ყველა სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მონათლული მაუწყებელია“.

  • ღვთისადმი მსახურებაში გაერთიანებული დიდი ოჯახები
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 თებერვალი
    • თანამშრომლობა შეიცავს შვილებისთვის თეოკრატიული დავალებების მიცემას, როდესაც ამისთვის მზად არიან. ერთი უხუცესი მამა, რომელსაც 11 შვილი ჰყავს, დილით ადრე იღვიძებს და სახლიდან გასვლამდე რამდენიმეს შესწავლას უტარებს. უფროსი ბავშვები მონათვლის შემდეგ უმცროს და-ძმებს რიგრიგობით ასწავლიან ბიბლიას. მამა თვალყურს ადევნებს და აქებს მათს მცდელობას. ექვსი მონათლულია, სხვები კი ისწრაფიან ამ მიზნისკენ.

      კარგი ურთიერთობა და საერთო მიზნები

      გაერთიანებული ოჯახებისთვის დიდად მნიშვნელოვანია მოსიყვარულე ურთიერთობა და საერთო სულიერი მიზნები. ნიგერიაში მცხოვრებ ქრისტიან უხუცესს, გორდონს, შვიდი შვილი ჰყავს, რომელთაგანაც უფროსი 27 წლისაა, უმცროსი კი — თერთმეტის. ექვსი მათგანი, მშობლების მსგავსად, პიონერია, ყველაზე უმცროსი, რომელიც ახლახან მოინათლა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რეგულარულად მონაწილეობს სამქადაგებლო საქმიანობაში, ორი უფროსი ვაჟი კი სამსახურებრივი თანაშემწეა კრებაში.

      გორდონი თითოეულ ბავშვს თვითონ ასწავლიდა ბიბლიას. გარდა ამისა, ოჯახს აქვს ბიბლიის შესწავლის ყოველმხრივ ამომწურავი პროგრამა. დილაობით ისინი იკრიბებიან ბიბლიური მუხლის განსახილველად და შემდეგ ემზადებიან კრების შეხვედრებისთვის.

      ერთ-ერთი მიზანი, რომელიც ამ ოჯახის წევრებს აქვთ დასახული, ჟურნალებში „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ მოცემული ყველა სტატიის წაკითხვაა. ახლახან მათ თავიანთ დღის განრიგში ბიბლიის ყოველდღიურად კითხვაც ჩართეს. წაკითხულზე საუბრით ოჯახის წევრები ერთმანეთს ახალისებენ, რომ განაგრძონ ამის კეთება.

      ბიბლიის ყოველკვირეული შესწავლა ისე კარგად არის ორგანიზებული, რომ არავის უნდა შეხსენება — ყველა მოუთმენლად ელის მას. წლების მანძილზე ოჯახური შესწავლის მასალა, ჩატარების მეთოდი და ხანგრძლივობა სხვადასხვანაირია ბავშვების წლოვანებისა და საჭიროებების შესაბამისად. ეს ოჯახი დაუახლოვდა ღვთის სხვა ერთგულ მსახურებს და ამან სასარგებლო ზემოქმედება მოახდინა ბავშვებზე.

  • ღვთისადმი მსახურებაში გაერთიანებული დიდი ოჯახები
    საგუშაგო კოშკი — 1999 | 15 თებერვალი
    • კენიაში მცხოვრები მონიკა, რომელსაც ცხრა დედმამიშვილი ჰყავს, გვიყვება: „მშობლები ბავშვობიდანვე გვასწავლიდნენ ბიბლიურ ჭეშმარიტებას. მამა ყოველკვირა გვასწავლიდა ქრისტიანული პუბლიკაციებიდან. მისი სამუშაოს გამო შესწავლა ყოველთვის ერთ დღეს არ გვქონდა. ზოგჯერ, როცა სამუშაოდან მოდიოდა და ეზოში ვთამაშობდით, გვეუბნებოდა, რომ ხუთი წუთის შემდეგ ყველანი სახლში შევსულიყავით, რადგან ბიბლიის შესწავლა გვექნებოდა. შესწავლის შემდეგ გვეკითხებოდა, თუ გვქონდა შეკითხვები ან პრობლემები, რომ განგვეხილა.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება