-
ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ივნისი
-
-
ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა
„მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ (ეფესელთა 6:4). ამ ინსპირირებული სიტყვებით მოციქულმა პავლემ ნათლად აჩვენა, თუ ვის აკისრია ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობა, — მამებს.
ოჯახების უმრავლესობაში მარტო მამა არ ზრუნავს ბავშვების აღზრდაზე. მეუღლე, მისი შვილების დედა, სიხარულით ეხმარება მას ტვირთის ზიდვაში. ამიტომაც მეფე სოლომონმა განაცხადა: „ისმინე, შვილო, მამაშენის დარიგება და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ“ (იგავნი 1:8).
მატერიალურ და სულიერ საკითხებზე ზრუნვა
მშობლებს, რომელთაც უყვართ თავიანთი შვილები არ უგულებელყოფენ მათ. როგორც ტიმოთესადმი პავლეს სიტყვებიდან ვასკვნით, სინამდვილეში, ქრისტიანების ასეთი მოქმედება რწმენის უარყოფის ტოლფასია: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). ქრისტიანებს ესმით, რომ შვილების აღზრდა „უფლის მოძღვრებითა და დარიგებით“ მოითხოვს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე მატერიალურად უზრუნველყოფას.
დავუკვირდეთ მოსეს მოწოდებას ისრაელი ერისადმი, როდესაც ისინი აღთქმულ მიწაზე შესვლამდე მოაბის ველზე იყვნენ დაბანაკებულნი. მან კიდევ ერთხელ შეახსენა მათ ღვთის რჯული და უბრძანა: „გულში და სულში ჩაიდევით ეს ჩემი სიტყვები“ (მეორე რჯული 11:18). უფრო ადრე კი უთხრა, რომ ჰყვარებოდათ იეჰოვა მთელი გულით, სულით და მთელი შეძლებით, თან დაუმატა: „გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე“ (მეორე რჯული 6:5, 6). ისრაელი მშობლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ყოველი ღონე ეხმარათ, რათა ღვთის რჯულის სიტყვებს მათ გულებში შეეღწია. მადლიერებით აღვსილ ისრაელ მშობლებს გაუადვილდებოდათ მოსეს შემდეგი სიტყვებისადმი მორჩილება: „ჩააგონებდე [ღვთის რჯულს] შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:7; 11:19; შეადარეთ მათე 12:34, 35).
ყურადღება მიაქციეთ, რომ მამებს უნდა ‘ჩაეგონებინათ და მოეთხროთ’ ეს სიტყვები შვილებისთვის. ებრაული სიტყვა, რომელიც გადმოთარგმნილია სიტყვით „ჩაგონება“ — ნიშნავს „გამეორებას“, არაერთხელ თქმას, გონებაში ღრმად ჩაბეჭდვას. როდესაც მშობლები ყოველდღიურად, დილით, შუადღითა და საღამოს შვილებს ღვთის რჯულის შესახებ ესაუბრებოდნენ, ისინი ბევრ რამეს იგებდნენ. როცა მოზარდები გრძნობდნენ, რომ მშობლებს ღვთის რჯულის სიყვარული ჰქონდათ, თავის მხრივ, ეს მათ აღძრავდა, იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა განევითარებინათ (მეორე რჯული 6:24, 25). საინტერესოა, რომ მოსემ განსაკუთრებით მამებს უბრძანა, ესწავლებინათ შვილებისთვის „სახლში ჯდომისას“. ასეთი სწავლება ოჯახზე ზრუნვის ერთ-ერთი მხარე იყო. მაგრამ რა შეიძლება ითქვას დღეს?
-
-
ოჯახზე ზრუნვის პასუხისმგებლობასაგუშაგო კოშკი — 1998 | 1 ივნისი
-
-
დავეხმაროთ ‘ობლებს’
ქრისტიანმა უხუცესებმა უნდა ‘მწყემსონ ღვთის სამწყსო (1 პეტრე 5:2, 3). თავიანთი კრების წევრების ოჯახების დროდადრო მონახულებით შესაძლებლობა ექმნებათ, შეაქონ მშობლები, რომლებიც ასრულებენ ქრისტიანულ პასუხისმგებლობებს. ვის ეკისრება ბავშვების დამოძღვრის პასუხისმგებლობა, თუ ოჯახში ერთი მშობელია? გახსოვდეთ, რომ ბავშვების დამოძღვრა მშობლის პასუხისმგებლობაა.
ქრისტიანული კეთილგონიერება დაეხმარება უხუცესებს, თავიდან აიცილონ ისეთი სიტუაციები, რომლებიც საფრთხეს შეუქმნიდა ქრისტიანულ პრინციპებს იმ შემთხვევაში, თუ უხუცესები თავად შეეცდებოდნენ მამის როლის შესრულებას. თუმცა ორი ძმა შეიძლება ეწვიოს ქრისტიან დას, რომელიც მარტოხელა დედაა, ისინი გამოიჩენენ წინდახედულებას, როდესაც დაეხმარებიან ოჯახური შესწავლის ორგანიზებაში. ხანდახან უხუცესების მიერ ბავშვების (რასაკვირველია მშობლებთან ერთად) მოპატიჟება საკუთარ ოჯახურ შესწავლაზე შეიძლება აღმშენებლობითი და სასარგებლო აღმოჩნდეს. თუმცა არასოდეს დაივიწყოთ, რომ იეჰოვაა ჩვენი დიდებული ზეციერი მამა. უეჭველია, იეჰოვა ხელმძღვანელობს და ეხმარება დედას, შვილებთან ბიბლიის შესწავლისას, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ დროს მარტოა.
მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი სულიერად მოაზროვნეა, მაგრამ მისი მშობლები ნაკლებად ან საერთოდ ვერ გრძნობენ თავიანთ სულიერ პასუხისმგებლობებს? იეჰოვას ერთგული მსახურები არასოდეს უნდა ჩავარდნენ სასოწარკვეთილებაში. „შენ [იეჰოვა ღმერთს] განდობს თავის თავს ჩაგრული, შენ იყავ ობლის შემწე“, — ამბობდა ფსალმუნმომღერალი (ფსალმუნი 9:35). თავის მხრივ, მოსიყვარულე უხუცესები კრებაში ყველაფერს გააკეთებენ მშობლების გასამხნევებლად, რათა იზრუნონ საკუთარ შვილებზე. ისინი ურჩევენ ოჯახური შესწავლის დაწყებას და შემდეგ დაესწრებიან მათ შეხვედრას, რათა მისცენ ზოგიერთი პრაქტიკული რჩევა, თუ როგორ წარმართონ ერთობლივი შესწავლა. რა საკვირველია, ისინი თავის თავზე არ აიღებენ იმ პასუხისმგებლობებს, რომლებიც ბიბლიის მიხედვით მშობლებს აკისრიათ.
ბავშვებს, რომელთა მშობლებიც მათ რწმენას არ იზიარებენ, დიდი დახმარება ესაჭიროებათ. თუ მათი მშობლები წინააღმდეგი არ იქნებიან მოიწვიეთ თქვენს ოჯახურ შესწავლაზე, რაც შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს. ახალგაზრდა მამაკაცი, სახელად რობერტი, რომელსაც ახლა საკუთარი ოჯახი აქვს, სამი წლის ასაკში მშობლებთან ერთად ქრისტიანულ შეხვედრებს ესწრებოდა. ის სიყვარულით იხსენებდა იმ შეხვედრებს მაშინაც კი, როცა მისმა მშობლებმა ქრისტიანულ კრებასთან კავშირი გაწყვიტეს. ათი წლის ასაკში რობერტი იეჰოვას მოწმე ბიჭს შეხვდა, რომელსაც კრებებზე დაჰყავდა. მორწმუნე ბიჭის მშობლებმა სიხარულით შეიფარეს ფრთებქვეშ სულიერად ობოლი ბავშვი და მოგვიანებით შესწავლა დაიწყეს მასთან. ასეთი სიყვარულით სავსე მზრუნველობის წყალობით მან სწრაფად მიაღწია წარმატებებს და ახლა სიხარულით მსახურობს კრების უხუცესად.
მაშინაც კი, როცა მშობლები ეწინააღმდეგებიან შვილების წინსვლას, ისინი არ არიან მარტო. იეჰოვა რჩება ერთგულ ზეციერ მამად. ‘მამა ობოლთა — ღმერთი მის წმიდა სადგომში’, — აცხადებს ფსალმუნის 67:6. სულიერად ობოლმა გოგონებმა და ბიჭებმა იციან, რომ შეუძლიათ ლოცვით მიმართონ იეჰოვას და ის გააძლიერებს მათ (ფსალმუნი 54:23; 145:9). იეჰოვას ორგანიზაცია, რომელიც დედასავით მზრუნველია, გულმოდგინედ ასრულებს თავის პასუხისმგებლობებს, ამზადებს ნოყიერ საკვებს, რომელიც პუბლიკაციებისა და კრების შეხვედრების მეშვეობით მთელ მსოფლიოში 85000-ზე მეტი ქრისტიანული კრების წევრებს მიეწოდება. ამიტომაც ჩვენი მამის, იეჰოვას, სულიერი თანადგომისა და დედისმაგვარი ორგანიზაციის დახმარებით, ‘ობოლი’ ბავშვებიც კი დიდ სიხარულს იღებენ ბიბლიის შესწავლით.
ქრისტიანი მშობლები, რომლებიც რეგულარულად ატარებენ შვილებთან ბიბლიის ოჯახურ შესწავლას, ქებას იმსახურებენ. მარტოხელა მშობლები, რომლებიც იეჰოვას მითითებისამებრ დაჟინებით განაგრძობენ შვილების დამოძღვრას, ასეთი მონდომებისთვის განსაკუთრებულ ყურადღებასა და ქებას იმსახურებენ (იგავნი 22:6). მათ, ვინც ყურადღებას ავლენს სულიერად ობოლი ბავშვებისადმი, იციან, რომ ეს სიამოვნებას ჰგვრის ჩვენს ზეციერ მამა იეჰოვას. ოჯახის სულიერ მოთხოვნილებებზე ზრუნვა სერიოზული პასუხისმგებლობაა. მაგრამ „ნუ მოგვეწყინება, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ მოვდუნდებით“ (გალატელთა 6:9).
-