საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ოჯახთან ერთად თაყვანისცემა აუცილებელია გადარჩენისთვის!
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ოქტომბერი
    • [ჩარჩო 31 გვერდზე]

      გამოიყენეთ ფანტაზიის უნარი

      „ჩვენს პატარა გოგონებთან შესწავლის დროს მე და ჩემი ქმარი ვამზადებდით კრებაში განსახილველ მასალას, შემდეგ ბავშვებს ვთხოვდით, დაეხატათ ის, რაც დაამახსოვრდათ. ზოგჯერ ბიბლიურ სცენებს ვდგამდით ან მსახურებისთვის შეთავაზებებს ვამზადებდით. შესასწავლ მასალას მათი ასაკის შესაბამისად ვარჩევდით. ვცდილობდით, რომ ის საინტერესო, გამამხნევებელი და სახალისო ყოფილიყო“ (ჯ. მ., შეერთებული შტატები).

      «ჩემი ბიბლიის შემსწავლელის ვაჟს იმის გაგებაში რომ დავხმარებოდი, როგორ იყენებდნენ ბიბლიურ დროში გრაგნილებს, ესაიას წიგნი ნუმერაციის გარეშე ამოვბეჭდეთ. ფურცლები ერთმანეთზე გადავაბით, მერე კი ორივე ბოლო სათითაოდ მივაწებეთ ჯოხზე. ბავშვი წამოდგა და იმის გაკეთება სცადა, რაც იესომ გააკეთა ნაზარეთის სინაგოგაში. ლუკას 4:16—21-ში ნათქვამია, რომ იესომ „გაშალა [ესაიას] გრაგნილი და მოძებნა ადგილი“, რომელსაც ეძებდა (ეს. 61:1, 2). მაგრამ ბავშვს გაუჭირდა ესაიას 61-ე თავის პოვნა, რადგან მასში თავები და მუხლები მითითებული არ იყო. ის მიხვდა, რომ გრაგნილებში საჭირო ადგილების მოძებნა არც ისე ადვილი ყოფილა და წამოიძახა: „რა მაგარი ყოფილა იესო!“» (ი. თ. იაპონია).

  • გაქვს დრო გამოყოფილი ბიბლიის შესწავლისთვის?
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 15 ოქტომბერი
    • ბევრი კმაყოფილია ამ ცვლილებით. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს შესახებ კევინი, რომელიც კრებაში უხუცესად მსახურობს, ამბობს: „სიტყვები არ გვყოფნის მადლიერების გამოსახატავად. კრების უხუცესებმა ერთად ვიმსჯელეთ იმაზე, რომ თავისუფალი საღამოები ოჯახური შესწავლებისთვის ისე გამოვიყენოთ, როგორც ამას ხელმძღვანელი საბჭო გვირჩევს“.

      ჯოდი, რომლის ქმარიც უხუცესია, გვწერს: „ჩვენ სამი ქალიშვილი გვყავს: 15, 11 და 2 წლის. ცოტა ხნის წინ ახალ კრებაში გადავედით, სადაც ჟესტების ენაზე ტარდება შეხვედრები. ამიტომ დიდი დრო და ენერგია გვჭირდება კრებებისთვის მოსამზადებლად. ამ ცვლილებამ საშუალება მოგვცა, კიდევ ერთი საღამო დაგვეთმო ერთად შესწავლისთვის“.

      ცოლ-ქმარი, ჯონი და ჯოენი სპეციალურ პიონერებად მსახურობენ. მათ მოგვწერეს: „ოჯახური შესწავლა ხშირად გვიცდებოდა, რადგან კრების საქმეებით ვიყავით დატვირთული. ეს ცვლილება იეჰოვას საჩუქარია. თუ ამ დროს სათანადოდ გამოვიყენებთ, სულიერ სიმხნევეს შევინარჩუნებთ“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება