საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • მშობლებო, „მწყემსეთ“ თქვენი შვილები!
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 სექტემბერი
    • მშობლები თავიანთ მოზარდ ქალიშვილთან ერთად ატარებენ ოჯახურ თაყვანისცემას

      ყუათიანად „გამოკვებეთ“ (იხილეთ მე-10—12 აბზაცები)

      12. ა) რა მხრივ აღმოჩნდა სასიკეთო ახალგაზრდებისთვის ის, რომ მათ ოჯახში თაყვანისცემის საღამო რეგულარულად ტარდებოდა? (მოიშველიეთ აზრები ჩარჩოდან „მეტად ფასეული“) ბ) პირადად თქვენ, რა მხრივ გეხმარებათ ოჯახური თაყვანისცემის საღამო?

      12 ახლა ერთ მოზარდ გოგონას, კარისას, მოვუსმინოთ, რომელიც გვიზიარებს, თუ რა მხრივ წაადგა ოჯახური თაყვანისცემის საღამო მის ოჯახს. იგი გვიყვება: „მიყვარს, როცა ერთად ვსხდებით და ვსაუბრობთ. შედეგად, ოჯახის წევრები უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს და ერთად გატარებული წუთებიდან ბევრი სასიამოვნო მოგონებაც გვრჩება. მამა რეგულარულად ატარებს ოჯახური თაყვანისცემის საღამოს. იგი მთელი სერიოზულობით ეკიდება ამ ღონისძიებას და მისი განწყობა გადამდებია. ამ ყოველივეს ფონზე უფრო მეტად ვაფასებ მას, როგორც კარგ მამასა და ოჯახისთავს.“ ახალგაზრდა და, ბრიტნი, გვიზიარებს: „ოჯახურმა თაყვანისცემამ მშობლებთან უფრო დამაახლოვა. ვხედავ, რომ მათ ნამდვილად გული შესტკივათ ჩემზე და ყოველთვის მზად არიან მოსასმენად. ოჯახურმა თაყვანისცემამ მთელი ოჯახი ერთ მუშტად შეგვკრა“.

  • მშობლებო, „მწყემსეთ“ თქვენი შვილები!
    საგუშაგო კოშკი — 2014 | 15 სექტემბერი
    • მეტად ფასეული

      მოდი, მოვუსმინოთ ორ ახალგაზრდას, რომლებიც მადლიერნი არიან იმის გამო, რომ მათ ოჯახში რეგულარულად ტარდება თაყვანისცემის საღამო:

      „ოჯახური თაყვანისცემის საღამო გვაახლოებს როგორც იეჰოვასთან, ისე — ერთმანეთთან. ეს ღონისძიება გვეხმარება როგორც საკუთარი პიროვნების გამოკვლევაში, ისე იმის განსაზღვრაში, თუ სულიერი ზრდის რა ეტაპზე ვიმყოფებით; გვანახვებს საკუთარ ნაკლოვანებებს და აგრეთვე იმას, თუ რა მხრივ გვჭირდება გაუმჯობესება“.

      „თაყვანისცემის საღამო საშუალებას აძლევს ოჯახის წევრებს, რომ მშვიდ გარემოში გაუზიარონ ერთმანეთს საკუთარი აზრები, დროებით დაივიწყონ საზრუნავი და მთელი ყურადღება სულიერზე გადაიტანონ. ერთ დროს ოჯახური შესწავლა არ გვქონდა, დღეს გვაქვს. ეს მართლაც კურთხევაა!“.

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება