-
როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
-
-
მნიშვნელოვანია შინაგანი სილამაზე
ბიბლია გვარწმუნებს, რომ შემოქმედი, იეჰოვა ღმერთი, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შინაგან სილამაზეს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
როცა იეჰოვამ წინასწარმეტყველი სამუელი იესეს ვაჟებიდან ისრაელის მეფის ასარჩევად გაგზავნა, წინასწარმეტყველმა ყურადღება ელიაბს მიაქცია, რადგან ის გარეგნობით გამოირჩეოდა. „აჰა, უფლის წინაშეა მისი ცხებული“, — თქვა სამუელმა. მაგრამ იეჰოვამ უთხრა მას: „ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე განვაყენე იგი, რადგან ისე არ არის, როგორც კაცი ხედავს. რადგან კაცი მხოლოდ იმას ხედავს, რაც სააშკარაოზეა, ხოლო უფალი გულს ხედავს“ (1 მეფეთა 16:6, 7).
იეჰოვამ მეფედ უმცროსი ვაჟი, დავითი, ამოირჩია. თუმცა ბიბლიაში ნათქვამია, რომ დავითს „ლამაზი თვალები“ ჰქონდა, ის, ალბათ, უფროსი ძმებივით შთამბეჭდავი გარეგნობის არ იყო. მიუხედავად ამისა, „ამ დღიდან და მერეც უფლის სული წარუმართავდა დავითს“. მართალია, ის არასრულყოფილი იყო და სერიოზულ შეცდომებსაც უშვებდა, მაგრამ კეთილი გულით გამოირჩეოდა და სიცოცხლის ბოლომდე ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას (1 მეფეთა 16:12, 13). უეჭველია, ღმერთს უპირველესად მისი შინაგანი სილამაზე მოსწონდა.
ამის საპირისპიროდ, განვიხილოთ დავითის ერთ–ერთი ვაჟის, აბესალომის, მაგალითი. ის არ გამოდგა კარგი პიროვნება მიუხედავად იმისა, რომ კარგი გარეგნობის იყო. მის შესახებ ბიბლიაში ნათქვამია: „არავინ იყო მთელს ისრაელში ისეთი ლამაზი კაცი, როგორც აბესალომი და ისეთი ქებული, როგორც ის, თხემით ტერფამდე უნაკლო იყო“ (2 მეფეთა 14:25). აბესალომი ამბიციურობამ აღძრა, საკუთარი მამის წინააღმდეგ ამბოხებულიყო, რათა თვითონ ასულიყო ტახტზე. ის მამის ხარჭებთანაც კი წვებოდა. შედეგად, აბესალომმა თავს ღვთის რისხვა დაიტეხა და წამებით მოკვდა (2 მეფეთა 15:10—14; 16:13—22; 17:14; 18:9, 15).
მიმზიდველ პიროვნებად ჩათვლიდით აბესალომს? ცხადია არა. თუ ყველაფერს მხედველობაში მივიღებთ, ის უარყოფითი პიროვნება იყო. მისმა განსაცვიფრებელმა ფიზიკურმა გარეგნობამ, ვერც მისი ქედმაღლობა და ორგულობა გადაფარა და ის ვერც დაღუპვას გადაარჩინა. მეორე მხრივ, ბიბლიაში მრავალი მაგალითია მოცემული იმ გონიერ და მიმზიდველ ადამიანებთან დაკავშირებით, რომელთა გარეგნობის შესახებაც არაფერია ნათქვამი. ცხადია, უმთავრესი მათი შინაგანი სილამაზე იყო.
-
-
როგორი სილამაზეა ყველაზე მნიშვნელოვანი?გამოიღვიძეთ! — 2005 | იანვარი 8
-
-
დადებითი თვისებების განვითარება კი, რაც პიროვნებას ჭეშმარიტად ალამაზებს, შესაძლებელია. ბიბლიაში ნათქვამია: „მაცდურია მშვენიერება და ამაოა სილამაზე, უფლის მოშიში ქალი კი ქებულია“. გარდა ამისა, ღვთის სიტყვაში მოცემულია შემდეგი შედარება, რომელიც გამაფრთხილებელია ჩვენთვის: „რაღა ოქროს რგოლი ღორის დინგზე და რაღა ლამაზი ქალი, გონიერებას რომ ზურგს აქცევს“ (იგავები 11:22, აქ; 31:30).
ღვთის სიტყვა გვეხმარება, დავაფასოთ ‘შინაგანი ადამიანი, რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით, ღვთის თვალში ძალიან ძვირფასი, უხრწნელი სამოსლით’ (1 პეტრე 3:4). ასეთი შინაგანი სილამაზე მართლაც რომ ფიზიკურ სილამაზეზე მნიშვნელოვანია და თითოეული ადამიანისთვის შესაძლებელია მისი სულ უფრო მეტად დახვეწა.
-