საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ყველაფერს თავისი დრო აქვს
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • მას შემდეგ, რაც ბევრი ისეთი რამ მოიხსენია, რასაც „თავისი დრო აქვს“, სოლომონმა აღნიშნა: „ვნახე საქმე, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა მოდგმას გასაკეთებლად. მან ყველაფერი მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ (ეკლესიასტე 3:10, 11).

      ღმერთმა ადამიანებს მრავალი საქმის გაკეთება დაავალა, რომელთაგანაც ზოგი სოლომონმა მოიხსენია. ღმერთმა ნების თავისუფლებაც გვიბოძა, რათა თავად გავაკეთოთ არჩევანი. მაგრამ ნებისმიერი საქმე მაშინ გამოიღებს საუკეთესო ნაყოფს, თუ სათანადო და ხელსაყრელ დროს გაკეთდება. მაგალითად, სოლომონი ამბობს, რომ არსებობს „დარგვის დრო და დარგულის ამოძირკვის დრო“ (ეკლესიასტე 3:2). მიწათმოქმედმა იცის, როდის უნდა დათესოს თესლი. რა მოხდება, თუ ისეთ დროს დათესავს როცა თესვის სეზონი არ არის? ბედს უნდა მიაწეროს, თუ მძიმე შრომის მიუხედავად კარგ მოსავალს ვერ აიღებს? რასაკვირველია, არა, რადგან მიწათმოქმედს თესლი თავის დროზე არ დაუთესავს. იგი იმ შემთხვევაში აიღებდა კარგ მოსავალს, თუ შემოქმედის მიერ ბუნებაში დადგენილ წესებს დაემორჩილებოდა.

      ასე რომ, ღმერთმა ჩვენი მომავალი წინასწარ კი არ განსაზღვრა, არამედ დაადგინა კანონები და წესები, რომლებზეც დამოკიდებულია ჩვენი ცხოვრება. ადამიანი რომ წარმატებული იყოს თავის საქმეში, უნდა ესმოდეს, რა არის ღვთის მიერ დადგენილი წესები თუ კანონები და მათ თანახმად მოქმედებდეს.

  • არჩევნის გაკეთების დრო
    საგუშაგო კოშკი — 2009 | 1 მარტი
    • „დაიწყო ღმერთმა ადამიანის შექმნა თავის ანარეკლად, ღვთის ანარეკლად შექმნა იგი. კაცად და ქალად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27).

      ეს ცნობილი სიტყვები, რომელსაც ბიბლიის პირველ ფურცლებზე ვკითხულობთ, აჩვენებს, თუ რა „მშვენივრად შექმნა თავის დროზე“ ღმერთმა პირველი ადამიანები, ადამი და ევა (ეკლესიასტე 3:11).

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება