-
„იეჰოვაა ჩემი ძალა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
-
-
ახალი დავალება ახალ პარტნიორთან ერთად
1945 წელს ლონდონში პიონერებთან და ბეთელელებთან ერთად ბრიტანეთის მუზეუმის დასათვალიერებლად წავედი. ერთ-ერთი მათგანი იყო ალან კოუვილი, რომელმაც „გალაადის“ მე-11 კლასი დაამთავრა. იგი ჯერ საფრანგეთში დანიშნეს, ხოლო შემდეგ — ბელგიაშიb. ჯერ კიდევ მისიონერად ვმსახურობდი ტაილანდში, როდესაც ალანმა ხელი მთხოვა, და მეც დავთანხმდი.
1955 წლის 9 ივლისს ბრიუსელში (ბელგია) დავქორწინდით. ჩემი ოცნება იყო, რომ თაფლობის თვე პარიზში გამეტარებინა. ალანმა ყველაფერი ისე დაგეგმა, რომ ქორწილის მომდევნო კვირას პარიზში დავსწრებოდით კონგრესს. მაგრამ ჩავედით თუ არა, ალანს სთხოვეს, რომ მთელი კონგრესის პროგრამა ეთარგმნა. ყოველდღე დილით ადრე გადიოდა სახლიდან, უკან კი გვიან ღამით ერთად ვბრუნდებოდით. ასე გავატარე თაფლობის თვე პარიზში, ალანს უმეტესწილად სცენაზე ვხედავდი. მაგრამ მიხაროდა, რომ ჩემი ქმარი და-ძმებს ემსახურებოდა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ თუ ჩვენთვის მთავარი იეჰოვას მსახურება იქნებოდა, ბედნიერი ოჯახი გვექნებოდა.
დაქორწინების შემდეგ ჩემი ახალი სამქადაგებლო ტერიტორია ბელგია გახდა. ამ ქვეყნის შესახებ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ რამდენიმე ომში საომარი ტერიტორია იყო, თუმცა მალე დავინახე, რომ ბელგიელების უმეტესობა მშვიდობისმოყვარე ხალხი ყოფილა. კიდევ ერთი სიახლე ჩემთვის ის იყო, რომ ფრანგულიც უნდა მესწავლა. ამ ენაზე ბელგიის სამხრეთ ნაწილში ლაპარაკობენ.
1955 წელს ბელგიაში დაახლოებით 4 500 მაუწყებელი იყო. მთლიანობაში მე და ალანმა თითქმის ორმოცდაათი წელი გავატარეთ როგორც მიმოსვლით მსახურებაში, ისე ბეთელში. თავიდან, დარსა თუ ავდარში, აღმართსა თუ დაღმართში, ორწელიწადნახევარი ველოსიპედით დავდიოდით. წლების მანძილზე თანამორწმუნეთა სახლებში ვჩერდებოდით. სულ 2 000-ზე მეტ სახლში გვიცხოვრია. კრებების მონახულების დროს ხშირად ვხვდებოდით ისეთ და-ძმებს, რომლებიც სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, მაინც თავდაუზოგავად ემსახურებოდნენ იეჰოვას. მათ შემხედვარეს ენთუზიაზმი მემატებოდა. ყოველი კრების მონახულების ბოლოს იქიდან გამხნევებულები მოვდიოდით (რომ. 1:11, 12). ალანი ჩემთვის მართლაც უერთგულესი მეგობარი იყო. არაერთხელ დავრწმუნებულვარ ეკლესიასტეს 4:9, 10-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტებაში: „ორის ერთად ყოფნა სჯობს მარტო ყოფნას . . . თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის ამხანაგს“.
„იეჰოვას ძალით“ მსახურებამ კურთხევები მომიტანა
მე და ალანი დიდ სიხარულს განვიცდიდით იმის გამო, რომ ჩვენი ძალისხმევა ფუჭი არ იყო. ერთხელ, 1983 წელს ფრანგულ კრებას ვინახულებდით ანტვერპენში. ის ოჯახი, სადაც დაგვაბინავეს, ჩვენ გარდა მასპინძლობდა კიდევ ერთ ახალგაზრდა ძმას, ბენჯამინ ბანდივილას ზაირიდან (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა). ბენჯამინი ბელგიაში უმაღლესი განათლების მისაღებად იყო ჩამოსული. ერთხელ ასეთი რამ გვითხრა: „მშურს თქვენი. მეც მინდა, ისე ვცხოვრობდე, რომ მთელ დროს იეჰოვას მსახურებას ვუძღვნიდე“. შემდეგ ალანმა უთხრა: „ამბობ, თქვენი მშურსო, თან კარიერას იკეთებ. როგორ ფიქრობ, ერთი მეორეს ხომ არ გამორიცხავს?!“ ალანის პირდაპირობამ ბენჯამინი თავის ცხოვრებაზე დააფიქრა. მოგვიანებით, მან ზაირში პიონერად დაიწყო მსახურება. ამჟამად იგი ფილიალის კომიტეტის წევრია.
1999 წელს ოპერაცია გამიკეთეს, რადგან წყლული მქონდა საყლაპავ მილზე. მას შემდეგ სულ რაღაც 30 კილოგრამს ვიწონი. „თიხის ჭურჭელივით“ მყიფე ვარ, მაგრამ ვემადლიერები იეჰოვას იმ „ძალისთვის, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“. ოპერაციის შემდეგ იეჰოვას წყალობით კვლავ შევუერთდი ალანს მიმოსვლით მსახურებაში (2 კორ. 4:7). სამწუხაროდ, 2004 წლის მარტში ალანი გარდაიცვალა. ეს ჩემთვის უდიდესი დანაკლისია, თუმცა მანუგეშებს ის, რომ იგი იეჰოვას მეხსიერებაშია.
ახლა 83 წლისა ვარ. სრული დროით მსახურებაში სულ 63 წელი გავატარე. დღემდე აქტიურად ვმსახურობ, ერთ ბიბლიის შესწავლასაც ვატარებ ჩემთან სახლში, და ვცდილობ, რომ იეჰოვას არაჩვეულებრივი განზრახვის შესახებ ქადაგების არც ერთი შესაძლებლობა არ გავუშვა ხელიდან. ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავ როგორი იქნებოდა ჩემი ცხოვრება, 1945 წელს სრული დროით მსახურება რომ არ დამეწყო-მეთქი. მაშინ ეს ჩემი სუსტი ჯანმრთელობის გამო თითქოს შეუძლებელი ჩანდა. მაგრამ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ ახალგაზრდობიდანვე შევუდექი სრული დროით მსახურებას. საკუთარი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ თუ იეჰოვას მსახურებას პირველ ადგილს დავუთმობთ, ის ჩვენი ძალა იქნება.
-
-
„იეჰოვაა ჩემი ძალა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
-
-
b ძმა კოუვილის ბიოგრაფია იხილეთ 1961 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკში“ (ინგლ.).
-
-
„იეჰოვაა ჩემი ძალა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 15 ოქტომბერი
-
-
[სურათი 18 გვერდზე]
მე და ჩემი მეუღლე მიმოსვლითი მსახურების დროს, 1956 წელი
[სურათი 20 გვერდზე]
მე და ალანი, 2000 წელი
-