საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • წვიმისგან დამარცხებული

      კიდევ ერთი ისტორიული მოვლენა, რომელზეც ამინდმა გადამწყვეტი გავლენა იქონია, იყო 1815 წელს მომხდარი ვატერლოოს ბრძოლა. როგორც ისტორიიდან ჩანს, ვატერლოოს ბრძოლის ველზე, რომელიც ბრიუსელის (ბელგია) სამხრეთით დაახლოებით 21 კილომეტრშია, სულ რაღაც, რამდენიმე საათში ბრძოლის ველზე 70 000-ზე მეტი მეომარი დაეცა და დაიჭრა. უელინგტონის ბრიტანელმა ჰერცოგმა საბრძოლველად შემაღლებული ადგილი აირჩია. თუმცა, საფრანგეთის არმია, რომელსაც ნაპოლეონი ედგა სათავეში, რიცხობრივად აღემატებოდა უელინგტონის არმიას, მაგრამ ნაპოლეონს მტერი დაღამებამდე უნდა დაემარცხებინა, რადგან იმ ღამით უელინგტონის ჰერცოგს პრუსიელები უნდა დახმარებოდნენ. მაგრამ ამინდმა ამჯერადაც დიდი როლი ითამაშა.

      ბრძოლის წინ მთელი ღამე კოკისპირულად წვიმდა. მეომრები იხსენებდნენ, რომ ეს იყო ყველაზე საზარელი ღამე მათ ცხოვრებაში. ზოგმა როგორღაც მოახერხა პატარა კარვების გაშლა. ერთმა მეომარმა თქვა, რომ გეგონებოდა, საწოლები კარავში კი არა, ტბის ფსკერზე იდო. წვიმის წყლით გაჟღენთილი მიწა ჭაობს დაემსგავსა. ნაპოლეონს სურდა, რომ უელინგტონის არმიაზე იერიში გათენებისთანავე მიეტანა. მაგრამ შეტევა რამდენიმე საათის შემდეგ განახორციელა.

      მტერზე იერიშის მიტანის გადადების მთავარი მიზეზი იყო სველი მიწა, რომელიც ბრძოლის დაწყებამდე როგორღაც უნდა გამომშრალიყო. გარდა ამისა, ტალახის გამო ქვემეხები, რომელსაც ნაპოლეონი ბრძოლების დროს უპირატესობას ანიჭებდა, კარგად ვერ ისროდა. ვინაიდან ტალახში ქვემეხების გადაადგილება ჭირდა, ისინი ჩვეული სიხშირით ვეღარ ისროდნენ. უფრო მეტიც, ჭურვები, რომელიც მიწას უნდა აესხლიტა, უელინგტონის არმიას მეტ ზარალს მიაყენებდა. მაგრამ ნაპოლეონს კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, რადგან დარბილებულმა და სველმა მიწამ ენერგიის დიდი ნაწილი შთანთქა. ნაპოლეონი და მისი არმია სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ასე რომ, ცუდი ამინდის გამო ნაპოლეონის ჯარი დამარცხდა, თავად ნაპოლეონი კი ტყვედ ჩავარდა.

  • როგორ შეუძლია ამინდს შეცვალოს ისტორიის სვლა
    გამოიღვიძეთ! — 2011 | ივნისი
    • [სურათი 25 გვერდზე]

      ვატერლოოს ბრძოლა

      [საავტორო უფლება]

      © Bettmann/CORBIS

ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
გამოსვლა
შესვლა
  • ქართული
  • გაზიარება
  • პარამეტრები
  • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
  • ვებგვერდით სარგებლობის წესები
  • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
  • უსაფრთხოების პარამეტრები
  • JW.ORG
  • შესვლა
გაზიარება