-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
მოწინააღმდეგე იეჰოვას მხარეს გადადის
სან-ანტონიოში გულმოდგინე მაუწყებელთა ახალი ჯგუფი სულიერად მტკიცდებოდა, როცა მოულოდნელად კარდოსებმა სოფლის საბჭოდან წერილი მიიღეს, რომ სან-ანტონიო დაეტოვებინათ. ცოტა ხნით ადრე ფრენკმა სოფელში დარჩენის უფლება რომ მიეღო, ამისთვის დაწესებული სპეციალური გადასახადი გადაიხადა. ერთ-ერთ გავლენიან კაცს კარდოსების სოფლიდან გაძევება ჰქონდა გადაწყვეტილი. საბჭოს ერთ სხდომაზე ფრენკს გამოექომაგა სამი პიროვნება, რომლებსაც ის ბიბლიას ასწავლიდა. შემდეგ იმ კაცმა, რომლის სახლიც ფრენკს ჰქონდა დაქირავებული საბჭოს წევრებს განუცხადა, რომ კარდოსების გაძევების შემთხვევაში, ქირა საბჭოს გადასახდელი იქნებოდა. ფრენკმა საბჭოს საადგილმამულო დეპარტამენტიდან აღებული ცნობა წარუდგინა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ თუ ვინმე კერძო საკუთრებას დაიქირავებდა, მისი გაძევება არავის შეეძლო. ბოლოს, საბჭომ კარდოსებს სოფელში დარჩენის ნება მისცა.
იმ მამაკაცს, რომელსაც კარდოსების სოფლიდან გაძევება უნდოდა, ბასილიო ერქვა. ის ყოფილი ალკალდი (ბელადი) იყო, მაგრამ მას ჯერ კიდევ დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ადგილობრივ ხალხში. ბასილიო ყველანაირად ცდილობდა სან-ანტონიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის ხელის შეშლას. მაშინ, როცა მოწმეთა პატარა ჯგუფს სამეფო დარბაზის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის ყიდვა სურდა, მან განუცხადა მათ: „ამ სოფელში სამეფო დარბაზს ვერასოდეს ეღირსებით!“ მიუხედავად ამისა, ძმებმა შეძლეს ნაკვეთის ყიდვა და უბრალო, მაგრამ კოხტა დარბაზის აშენება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს 1998 წლის დეკემბერში სამეფო დარბაზის მიძღვნის პროგრამას ბასილიოც დაესწრო. რამ გამოიწვია ასეთი ცვლილება მასში?
ბასილიოს ორ ვაჟს თავიანთ ოჯახებში პრობლემები ჰქონდა. ბასილიომ ორჯერ სთხოვა თავის ეკლესიას, მის ვაჟებს დახმარებოდნენ, მაგრამ ყურადღება არავის მიუქცევია. მოგვიანებით მისმა ვაჟებმა იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ბასილიოს ცოლს, მარიას, შეუმჩნეველი არ დარჩენია, რომ მათი ვაჟები უკეთესობისკენ იცვლებოდნენ და მათი ოჯახური ცხოვრება უმჯობესდებოდა. ამ ყველაფერმა მარია აღძრა, რომ თავადაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა.
ის ამბობს: „მთელი გულით მინდოდა, გამეცნო იეჰოვა ღმერთი. ამიტომ ჩემს ქმარს ვთხოვე, წავსულიყავით სამეფო დარბაზში და იქ უფრო მეტი გაგვეგო მის შესახებ“. მართალია, ბასილიოსთვის ადვილი არ იყო, დაეძლია ის სიძულვილი, რომელსაც იეჰოვას მოწმეებისა და ფრენკ კარდოსას მიმართ გრძნობდა, რომელსაც „იმ უცხოელს“ ეძახდა, მაგრამ, როცა ხედავდა, როგორ იცვლებოდნენ მისი ვაჟები ჭეშმარიტების წყალობით, ცუდს ვეღარ ამბობდა. მან გადაწყვიტა, თვითონ გასაუბრებოდა იეჰოვას მოწმეებს და რამდენიმე საუბრის შემდეგ, იცით, ვინ აირჩია, რომ მისთვის ბიბლია ესწავლებინა?! ვინ და, „ის უცხოელი“, ფრენკ კარდოსა!
„ბიბლიამ ბევრ რამეზე თვალსაზრისი შემიცვალა. სამოცი წელი კათოლიკე ვიყავი და ეკლესიაში გამოსახულებებს ვუკმევდი საკმეველს. მაგრამ ყველაფერი, რასაც იეჰოვას შესახებ ვიგებდი, მისივე წიგნში, ბიბლიაში ეწერა. მრცხვენია იმის, თუ როგორ ვექცეოდი ფრენკ კარდოსას, რომელიც დღეს ჩემი ძმაა. მაგრამ არ მრცხვენია იმის აღიარება, რომ ვცდებოდი. თავგამოდებით ვიცავდი იმას, რაზეც ვფიქრობდი, რომ ჩემი სოფლისა და ჩემი რელიგიისთვის საუკეთესო იქნებოდა. უარი ვთქვი მაიას ხალხში დამკვიდრებულ მკურნალობის იმ მეთოდებზე, რომლებიც სპირიტიზმთანაა დაკავშირებული, რაც ჩვენს სოფლებში საკმაოდ გავრცელებულია. მაიას პოლიტიკურ მოძრაობებშიც შევწყვიტე მონაწილეობა“. დღეს ბასილიო და მისი ცოლი, მარია, მონათლული მაუწყებლები არიან და სიხარულით ემსახურებიან იეჰოვას.
-
-
ბელიზიიეჰოვას მოწმეების წელიწდეული 2010
-
-
[სურათი 240 გვერდზე]
მარია და ბასილიო
-